რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რეალობას მოსწყდეთ. ნუ აჩქარდებით, მშვიდად იმუშავეთ და სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ. ურთიერთობისთვის რთული დღეა, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საუბარი ან დისკუსია სხვა დროისთვის გადადოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ – უახლოეს დღეებში ენერგია აუცილებლად დაგჭირდებათ.
კურო
კუროსთვის ხელსაყრელი დღეა. საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასოდეს შეგეპაროთ და ნებისმიერ რთულ ამოცანას გაუმკლავდებით. შესაფერისი დროა შერიგებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. რთულ სიტუაციებში შეეცადეთ შექმნილი გარემოების მიხედვით იმოქმედოთ და კომპრომისი იპოვოთ. არ არის გამორიცხული, რომ შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რასაც ბევრი ემოცია და განცდა მოჰყვება.
ტყუპები
ემოციურად რთული და დაძაბული დღეა. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი და დაპირისპირება, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობები შეზღუდოთ და კამათში არ ჩაერთოთ. ეცადეთ, თქვენი ყოველი სიტყვა და მოქმედება წინასწარ გათვალოთ, რომ შემთხვევითი ფრაზით ან შენიშვნით ვიღაც არ შეურაცხყოთ. სჯობს, ახალი ინიციატივები სამომავლოდ გადადოთ.
კირჩხიბი
რთული დღეა. გინდათ თუ არა, გარშემო მყოფთა აზრების გათვალისწინება, გარემოებებთან ადაპტირება და კომპრომისული გადაწყვეტილებების პოვნა მოგიწევთ. სამსახურში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს, რის გამოც მეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო რბილი და დამთმობი იყოთ, რომ ურთიერთობა არ გააფუჭოთ. საღამოს საოჯახო საქმეების კეთება დამშვიდების და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.
ლომი
ამ დღეს ცვალებად სიტუაციასთან ადაპტაცია და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ეცადეთ, სიზარმაცის შეტევების გაუმკლავდეთ, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით. შესაფერისი დღეა ოჯახური საკითხების მოგვარებისა და სერიოზული საუბრისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რაზე სურთ თქვენი გაფრთხილება ვარსკვლავებს.
ქალწული
ვარსკვლავები გირჩევენ თავშეკავება გამოიჩინოთ და ახლობელ ადამიანთან კამათს მოერიდოთ. ეცადეთ, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ, სახლის საფუძვლიანი დასუფთავება და მიმდინარე საქმეების დასრულება მოახერხოთ. თუ ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, ახლა ხელსაყრელი დროა მათ მოსაგვარებლად.
სასწორი
შესაძლოა, მცირე უსიამოვნებების გამო, გეგმების შეცვლა და თქვენთვის უცნობი საქმის კეთება მოგიწიოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერი პრობლემა სწრაფად და ეფექტიანად მოაგვაროთ. ამ დღეს წარსული წყენა და უსიამოვნება არ უნდა გაიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა ბევრ ენერგიას გართმევთ, ეს შესანიშნავი დღეა მეგობრებთან შესახვედრად.
მორიელი
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად იმოქმედეთ და წვრილმანებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. შინაგანი დისციპლინა და გამჭრიახობა შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა სამსახურში ძალიან დაგეხმარებათ. საქმეს ნუ გაირთულებთ, როდესაც ცხვირწინ იოლი გამოსავალი გაქვთ და სიტუაციის მარტივად მოგვარება შეგიძლიათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
🎥 ნოე სულაბერიძე რიანასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს