23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობა დგება — დღე, როდესაც დღე და ღამე ხანგრძლივობით სრულად უთანაბრდება ერთმანეთს.
ეზოტერიკოსებისა და ასტროლოგების შეფასებით, ეს არ არის მხოლოდ კალენდარული ასტრონომიული მოვლენა; ეს არის ძლიერი ენერგეტიკული პორტალი, როდესაც სამყარო განსაკუთრებულად ღიაა ჩვენი განზრახვების მიმართ.
მიიჩნევა, რომ სწორედ ამ მისტიკურ დღეღამტოლობას აქვს უნარი, ყველაზე დაუჯერებელი სურვილები რეალობად აქციოს, თუკი სწორ რიტუალებს მივმართავთ და შინაგან ჰარმონიას მივაღწევთ.
აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:
„ლილიტი“ გადავიდა თხის რქაში. მისთვის დამახასიათებელია ძალაუფლება სტატუსი და კონტროლი. შეიძლება ძალაუფლებისთვის ბრძოლა მოგვიწიოს არაკეთილსინდისიერი გზით. ეს მომენტები გააქტიურდება და წინა პლანზე წამოვა, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს.
უარყოფითი თვისებები მოაქვს ძირითადად. თხის რქის ნეგატიური თვისებები რაც არის, იმათ აღვიძებს და აძლიერებს. ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად თხის რქას შეეხება. თუმცა ყველა იგრძნობს.
23 სექტემბერს მზებუდობაა. შესაბამისად ეს დღე იქნება ბალანსის და სურვილების ჩაფიქრების. თუ გინდათ სურვილი აგისრულდეთ, აუცილებლად ჩაიფიქრეთ ამ დღეს. იქამდე კი აუცილებელია სამყაროს მიმართ მადლიერება გამოხატოთ.
მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რას აკეთებ ამ სურვილის ასასრულებლად. მაგალითად გინდა ფულის დაგროვება, სასწრაფოდ გახსენი ანაბარი და 5 ლარი გადარიცხე. აუცილებლად აგისრულდება.
შენ თუ ხარ დარწმუნებული ამაში, აუცილებლად აგისრულდებათ. მთელი დღე იქნება ეს ენერგია და აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი, ნებისმიერ მომენტში“, - აღნიშნა ნინა სუსლოვამ.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად...“ - 16 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი
⭕ „მანიპულატორი მამაკაცის 3 ფრაზა, რომლითაც გონებას გირევს...“ - რას წერს ფსიქოლოგი