Digest Logo

24 ნოემბრის სავსემთვარეობის ტენდენციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

1795524762
ქეთი ოდიშელი

🔥 24 ნოემბრის სავსემთვარეობის ტენდენციები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

♈ ვერძი: გარდაქმნა საკომუნიკაციო წრეს, ინფორმაციულ ველსა და გადაადგილებებს შეეხება. მოსალოდნელია მოულოდნელი სიახლეები. ახალ ინტერესის სფეროებს აღმოაჩენთ.

♉ კურო: ცვლილებები ფინანსურ სექტორსა და თვითშეფასების სისტემაში. შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, ღირებული საჩუქარი ან რესურსების ახლებურად განაწილება.

♊ ტყუპები: სავსემთვარეობა პირდაპირ თქვენს ნიშანშია ურანთან ერთად! იცვლება იმიჯი, პირადი პოზიცია და პარტნიორული დინამიკა. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და სიტყვები, მოერიდეთ კონფლიქტებს.

♋ კირჩხიბი: გამძაფრებულია ინტუიცია და ემოციური მგრძნობელობა. შინაგანი ტრანსფორმაციისა და ფსიქოლოგთან მუშაობისთვის, ფარული ბლოკებისგან გათავისუფლების საუკეთესო დროა, განმარტოვდით და დაისვენეთ.

♌ ლომი: ცვლილებები სამეგობრო წრეში, გუნდურ პროექტებსა და სამომავლო გეგმებში. გააქტიურდით სოციალურ სივრცეში, თუმცა ნუ ეცდებით ყველაფრის ძალით კონტროლს.

♍ ქალწული: კარიერული თემაში კულმინაციური ეტაპი, სოციალური სტატუსის გადახედვა. სამყარო ახალ პასუხისმგებლობებს გაკისრებთ, თავი შეიკავეთ საჯარო განაცხადებისგან.

♎ სასწორი: მსოფლმხედველობის გაფართოება, სიახლეები სწავლის, უცხოეთთან კავშირების ან იურიდიული საკითხების კუთხით. შესაძლოა დაიგეგმოს მოულოდნელი მგზავრობა.

♏ მორიელი: ღრმა ფსიქოლოგიური წმენდა და ფინანსური ვალდებულებების გადახედვა. ბრწყინვალე დროა საკუთარი შიშების დასამარცხებლად, გარეთ ყველა ომი სრულდება, როდესაც შინაგან ბრძოლას დაასრულებ.

♐ მშვილდოსანი: ყურადღების ცენტრშია პარტნიორული და საქმიანი ურთიერთობები. მოსალოდნელია მოულოდნელი შემოთავაზებები, ახალი თანამშრომლობა ან ძველი კავშირების საბოლოო გაცხრილვა.

♑ თხის რქა: განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ძილის რეჟიმსა და ფსიქოსომატიკას. დროა შეცვალოთ ყოველდღიური რუტინა და გათავისუფლდეთ ზედმეტი დატვირთვისგან.

♒ მერწყული: შემოქმედებითი აფეთქება, მოულოდნელი შემობრუნება პირად-სასიყვარულო სფეროში ან ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებში. მიეცით თავს თვითგამოხატვის თავისუფლება.

♓ თევზები: ცვლილებები სახლში, ოჯახურ გარემოში ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. დროა მოაწესრიგოთ პირადი სივრცე და გაამყაროთ შინაგანი საყრდენი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ჭარბი წონის არაცნობიერი ფსიქოლოგიური მიზეზები, რა შინაგან როლს ასრულებს სიმსუქნე ადამიანის ცხოვრებაში?

⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა

🎥 „24 ნოემბერს, ღამის 12 საათამდე უნდა მოასწროთ...“ - ცუდი აზრებისგან გაწმენდის რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან

✕