თეატრისა და კინოს მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 23 ნოემბერს იუბილარი იყო. იგი 1980 წელს დაიბადა და 46 წლის გახდა.
მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო, რასაც თავად სამადლობელი პოსტით გამოეხმაურა:
„ყველას მადლობა ასეთი სიყვარულისთვის.
მადლიერი ვარ,
მადლობელი ვარ,
გეიმედებოდეთ და
მეიმედებით ყველანი“, - წერს ლაშა რამიშვილი.
ლაშა რამიშვილს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სიმღერამ „ქალი, ვაი რა ქალი“. მის რეპერტუარშია როგორც ქალაქური და საესტრადო, ისე ხალხური სიმღერები. არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი მუსიკალური კონკურსის ლაურეატი და ფინალისტი, მათ შორის ვლადიმერ მულიავინის სახელობის პირველი პრემიის მფლობელი.
მონაწილეობს სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში, ასევე ეწევა ტელეწამყვანის საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ: