ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი, ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არ არის დღეს სასურველი შორ მანძილზე მგზავრობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგ ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
ვერძი
მარტივად ბრაზდებით წვრილმანებზე. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ ეცდებით დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე. არ იბრძოლოთ და თავი შეიკავეთ ხელშეკრულებებზე ხელის მოწერისგან.
კურო
წარმატებული და აქტიური დღე გელოდებათ. იმოქმედეთ! განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ შეხვედრებს, მოლაპარაკებებს. გამოიყენეთ ეს დრო. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ოჯახს!
ტყუპები
არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ქაოსური დღე იქნება, მარტივად გამოხვალთ წყობილებიდან. თუ პოზიტიური განწყობას შეინარჩუნებთ, დღის მეორე ნახევარი საინტერესო სიახლეებს გპირდებათ.
კირჩხიბი
ნეიტრალური დღეა თქვენთვის. შესაძლოა გაგიჭირდეთ იმ ადამიანების გაგება, რომლებთანაც ურთიერთობა გექნებათ, თქვენმა სიმპათიამ, ანტიპათიამ შესაძლოა თქვენს საწინააღმდეგოდ ითამაშოს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვმა სწავლის მიმართ ინტერესი დაკარგოს?