Digest Logo

🎥 „25 რიცხვის ჩათვლით პერიოდი არის კარგი, 8 აგვისტოდან კი, იწყება ურთულესი პერიოდი“ - როგორია მიმდინარე კვირის ასტროლოგიური ტენდენციები, მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

1721631744
მიხეილ ცაგარელი

„დღეს, 22 ივლისს 11:46 წუთზე, მზე გადადის იმპერატორთა ნიშანში, ლომში. კულტურულ-გასართობი ინდუსტრია იფურჩქნება, სარესტორნო სფერო მოდის წინა პლანზე, გართობა, კაზინოები წავა წინ და ხარჯი იქნება დიდი, სულსწრაფობა მოიმატებს და ლომის დიქტატორული მიდრეკილებები გაღვივდება თითოეულ ჩვენთაგანში, მაგრამ გვიშველის ერთი მოვლენა, რომელიც ხდება პარასკევს - მერკური, გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა 15 აგვისტომდე, გადავა ქალწულის ზოდიაქოში. გონება გახდება რაციონალური და ზედმეტ, ლომის ხარბ მომენტებს დააბალანსებს. ცხადია, ამას აქვს მინუსებიც...რაც ეხება, წვრილმანების ჩაძიების ტენდენცია მატულობს და კრიტიკულობა პირდაპირ შუბლში“,- როგორი კვირა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 22-28 ივლის? - ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

ცაგარელის განმარტებით, მიმდინარე კვირაში ოთხი გეომაგნიტური დღეა, აქედან სამი ზედიზედ -სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, კვირა. „ამიტომ ყურადღება წნევას და შესაბამისი პროფილაქტიკა“, - ამბობს ცაგარელი.

„25 რიცხვი ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ?! - 25 რიცხვის ჩათვლით პერიოდი არის კარგი. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, შანსები გვაქვს მნიშვნელოვანი ყველას. გაქვთ პროექტები, მოლაპარაკებები? მნიშვნელოვანი საკითხები უნდა გაარკვიოთ? - 25 რიცხვის, ხუთშაბათის ჩათვლით საუკეთესო პერიოდია. ხოლო 26,27,28 პროვოკაციების ალბათობა მოიმატებს. 8 აგვისტოდან იწყება ურთულესი პერიოდი, მეტი ყურადღება უნდა, ეკოლოგიურ-ტექნოგენური კატასტროფების კუთხით, გვახსოვს შოვის ტრაგედია. აი ეს სირთულეები არის“,- ამბობს ცაგარელი მიმდინარე კვირის ტენდენციებზე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ზოგს შეიძლება ზედმეტი ეგონოს ის გასამრჯელო, რასაც ფეხბურთელები ვიღებთ, თუმცა დამიჯერეთ ძალიან რთული გზაა“ - გიორგი გველესიანი

🎥 ზეციდან დანახული საქართველო - გერგეტის სამების საძმო

⭕უბერებელი ნანი ბრეგვაძე იუბილარია - ლეგენდარული მომღერალი 88 წლის გახდა