Digest Logo

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1714078432
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი შთაბეჭდილებების მიღებისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის. მეგობრებისგან საინტერესო შეთავაზებებს უნდა ელოდოთ. თუ სასწავლო კურსებზე ან სპორტულ კლუბში სიარულის დაწყებას გეგმავთ, უფრო შესაფერის დღეს ვერ იპოვით. ფინანსური კუთხით სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.

კურო

სამსახურში განხორციელებული ცვლილებებით კმაყოფილი დარჩებით. მეგობრებთან ურთიერთობისას ნებისმიერ სიტყვას ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. ბევრი მარტოხელა კურო გადაწყვეტს, პირად ცხოვრებას მეტი ყურადღება მიაქციოს. ჯანმრთელობის პრობლემები წარსულში ჩაბარდა - დროა, ცხოვრებით სრულად დატკბეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საქმიან პარტნიორებთან სამომავლო გეგმებისა და პროექტების განხილვისთვის. სასურველია, რომ პროფესიულ საქმიანობას უფრო სერიოზულად მოეკიდოთ და ყველა საკითხი ყურადღებით შეამოწმოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

კირჩხიბი

ამ დღეს სახლშიც და სამსახურშიც სამუშაო თავზე საყრელად გაქვთ. ეცადეთ ცვლილებებს და სიახლეებს მშვიდად შეხვდეთ. არახელსაყრელი დღეა მეგობრებთან შეხვედრის ან სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ექიმის მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ.

ლომი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სამსახურებრივ საკითხებს განსხვავებული კუთხით შეხედოთ და პრობლემის მოგვარების არასტანდარტული ხერხი გამოიყენოთ. დროა, ადამიანს, რომელიც ძალიან გიზიდავთ რომანტიკული პაემანი დაუნიშნოთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები შეგაწუხებთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს.

ქალწული

ამ დღეს ქალწულების ყურადღება ოჯახის, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და საყვარელ ადამიანისკენ არის მიმართული. ადამიანი, ვისაც დღეს შეხვდებით, რაღაცას გიმალავთ ან ცდილობს მოგატყუოთ. პარტნიორისგან შეიძლება საინტერესო წინადადება მიიღოთ, თუმცა დათანხმდებით თუ არა, თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. განსხვავებული შეხედულების გამო ოჯახის წევრებთან შესაძლოა იკამათოთ.

სასწორი

ამ დღეს საბუთებთან მუშაობა, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სამოქმედო გეგმის შედგენა გელით. რომელიღაც ნათესავი თქვენთან შეხვედრას და ძველი პრობლემის ერთობლივი ძალებით მოგვარებას ცდილობს. ამ დღეს სიტყვაზე არავის ენდოთ და ნებისმიერ საკითხზე მტკიცებულებები მოითხოვეთ.

მეტის სანახავად გადადით ბმულზე:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ლევან საგინაშვილი „პეტრო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს „იბერიასა“ და „ტორპედოს“ მატჩამდე წარადგენს

„მზად თუ ვარ, მაგნიტივით მოვიზიდავ... საოცარი ტრიოა...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

„დღეს უბრალოდ კი არ გათენდა - რაღაცისთვის გათენდა...“ - გია მურღულია