Digest Logo

„დღეს უბრალოდ კი არ გათენდა - რაღაცისთვის გათენდა...“ - გია მურღულია

1714061113
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ურთიერთობებზე საუბრობს.

გია მურღულიას პოსტს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.

„გათენდა - ის.
გამითენდა - ის მე.
გაგითენდა - ის შენ.
გაგვითენდა - ის ჩვენ.
გავუთენე - მე მას ის.
გაუთენე - შენ მას ის.
გავუთენეთ - ჩვენ მათ (მას) ის.
პირველის გარდა ყველა დანარჩენი ურთიერთობას გულისხმობს.
დღეს უბრალოდ კი არ გათენდა - რაღაცისთვის გათენდა.
დაარქვი ამ „რაღაცას“ სიკეთე. სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ღირსება.
მარტო დარქმევა არ შველის - მოიქცევი კიდეც ისე, რომ ამ სიტყვებმა შენს ცხოვრებაში ახალი აზრი შეიძინონ.
მზის ამოსვლა შეგვახსენებს, რომ ადამიანი „ხატება და მსგავსებაა“ და კარგი საქმის დროა.
იზრუნე სხვებზე, თუ გსურს, სამყარომაც იზრუნოს შენზე.
უკვე მოიფიქრე, დღეს რას გააკეთებ სხვისი ღიმილისთვის?
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აი რანაირად გულაობ, რომ არ სვამ, არც არაფერს იღებ, არც კლუბებში დადიხარ?...“ - რას წერს გურამ შეროზია ღამის ცხოვრებაზე

🎥 „სადა ბანაობ შვილო... შე ვირიშვილო?!“ - რატომ აკრიტიკებს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ