Digest Logo

ლევან საგინაშვილი „პეტრო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს „იბერიასა“ და „ტორპედოს“ მატჩამდე წარადგენს

1714066424
ლევან საგინაშვილი

27 აპრილს, თბილისის „იბერიასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის დაწყებამდე ლევან საგინაშვილი საჩემპიონო ქამარს წარადგენს, – ინფორმაციას „იბერიას“ პრეს-სამსახური ავრცელებს.

მატჩი დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე 19:00 დაათზე გაიმართება. შეხვედრის დაწყებამდე „ქართველი ჰალკის“ გამოსვლის ღონისძიება 18:45 საათზე დაიწყება.

რამდენიმე დღის წინ, ლევან საგინაშვილმა მორიგი დიდი გამარჯვება იზეიმა. თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამართულ მკლავჭიდელთა East vs West ტურნირზე, სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

ქართველ სპორტსმენს ტრავმის გამო წელიწადზე დიდი ხნის განმავლობაში იძულებითი პაუზის აღება მოუხდა. თუმცა, East vs West-ის ტურნირზე მაინც შესანიშნავად იასპარეზა. ლევან საგინაშვილის გარდა, ქართველი მკლავჭიდელებიდან ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.

საინტერესოა, რომ „ქართველი ჰალკი“ ფეხბურთის გულშემატკივარი და მოყვარულია, მცირე ხნის წინ კი ლევან საგინაშვილმა მოყვარულთა ტურნირზე, Youtube ლიგაზე ითამაშა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„აი რანაირად გულაობ, რომ არ სვამ, არც არაფერს იღებ, არც კლუბებში დადიხარ?...“ - რას წერს გურამ შეროზია ღამის ცხოვრებაზე

🎥 „სადა ბანაობ შვილო... შე ვირიშვილო?!“ - რატომ აკრიტიკებს ზურა ყიფშიძე შვილიშვილს

⭕ „სამოთხეში გავიღვიძეთ“- თიკა ფაცაცია, თაკო ჩხეიძე და ლიკა კვარაცხელია მალდივის კუნძულებზე ისვენებენ