რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ასტროლოგები გირჩევენ, რომ დღევანდელ მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდეთ. სწორედ დღეს შეძლებთ იმ მიზეზების დანახვას, რომლებმაც თქვენს პირად ცხოვრებაში სირთულეები გამოიწვია. თუ ჯერ კიდევ სიყვარულს ეძებთ, ურთიერთობის დამყარების უნარი ძალიან გამოგადგებათ. ეს დღე ემოციების გიჟური ფეიერვერკით ვერ გაგაოცებთ, თუმცა არც ნერვიულობის მიზეზი გექნებათ. თუ მოახერხებთ, ცოტა დრო დასვენებასა და განტვირთვას დაუთმეთ — ეს ახლა ყველაზე მეტად წაგადგებათ. მოერიდეთ ძვირად
ღირებული ნივთების შეძენას — შესაძლოა, ფული ბრენდულის ნაცვლად უხარისხო საქონელში გადაიხადოთ. ამ დღეს ცდუნებებთან ბრძოლა მოგიწევთ. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც თქვენს საქმეებსა თუ ფიზიკურ მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. საღამო მთლიანად საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას დაუთმეთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და ემოციებს უფლება არ მისცეთ საღი აზრი გადაფარონ. დაოჯახებულებს ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება და განმარტოება სჭირდებათ — ეს თქვენს ურთიერთობას მხოლოდ წაადგება. შესაძლოა, რუტინულმა სამუშაომ დაგღალათ და ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გწყურიათ, თუმცა, ჯერ ეცადეთ საკუთარ თავში გაერკვეთ და პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას — ამ დღეს შინაგანი ხმა პირდაპირ მიზნისკენ გაგიძღვებათ! თუ რომელიმე დაავადების სიმპტომმა თავი იჩინა, ეს გაფრთხილებად მიიღეთ და დაფიქრდით, რა უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესში.
ტყუპები
ასტროლოგიური პროგნოზი ვარაუდობს, რომ მარტოხელა ტყუპებს პირადი ცხოვრების მოწესრიგების შანსი ეძლევათ. გახსოვდეთ, ბედნიერების ხელიდან გაშვება გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი პოვნა, ასე რომ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! გვერდით მყოფ ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. ეგოიზმი დაივიწყეთ და ნუ ეცდებით, ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზე საკუთარი თავი დააყენოთ. ხელმძღვანელი თქვენს ახალ იდეებს აღფრთოვანებით შეხვდება — დასახულ მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი დაგრჩათ! უფროსი ნათესავების დახმარებით ნებისმიერ ფინანსურ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. ზოგიერთი თქვენგანი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, როგორ გაზარდოს შემოსავლები ან არსებული სახსრები გონივრულად როგორ განკარგოს. მოერიდეთ ნერვიულობას, რადგან დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დღევანდელი დღე გამორჩეული იქნება. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსი გექნებათ. მთავარია, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ — ხშირად ეწვიეთ სტუმრად, სტუმრები მოიწვიეთ, გაერთეთ და იმხიარულეთ. მზად იყავით, რომ ახლობლებს გვერდით დაუდგეთ და დაეხმაროთ — ამით შეძლებთ, რომ ოჯახში თბილი და მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. საქმე, რომელზედაც ბოლო დროს დაუღალავად შრომობდით, სულ მალე პირველ ნაყოფს გამოიღებს! ფინანსური მდგომარეობა თანდათან მოწესრიგდება და ხელსაყრელი ხელშეკრულების დადების შანსიც გაგიჩნდებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ხშირად გაანიავეთ ოთახები, სუფთა ჰაერზე ისეირნეთ და მარტივი ვარჯიშები შეასრულეთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/27-sektembris-astrologiuri-prognozi-5829
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ბაბი კირკიტაძე მარიამ შენგელიას ქორწილში (ფოტოები)
⭕„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა
⭕26-წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა, კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - რა მოხდა თბილისში