Digest Logo

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს“ - ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა

1790450456
დაღუპული დაღუპული

სამტრედიაში, სანავარდოს დასახლების ტერიტორიაზე მატარებელი 21 წლის ახალგაზრდას დაეჯახა. იგი ადგილზე დაიღუპა.

როგორც ცნობილია, დაღუპული ოჯახის წევრებთან ერთად ლიანდაგის მიმდებარედ მუშაობდა.  

დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძე იყო.

„საშინელი ტრაგედია ტრიალებს... ჩვენი ხვიჩა... ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, - წერენ სოციალურ ქსელში დაღუპულის ახლობლები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕26-წუთიანი რეანიმაცია და დაბრუნებული გულისცემა, კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - რა მოხდა თბილისში

⭕„ულამაზესი ხარ, ძალიან მიხარია გაღიმებულს რომ გხედავ“ - როგორ გამოიყურებოდა სალომე ბაკურაძე მარიამ შენგელიას ქორწილში

⭕5 ფსიქოლოგიური ხრიკი, რაც ცხოვრებაში არასამართლიან უპირატესობას მოგცემთ

✕