
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს პროფესიულ სფეროს მფარველობენ, ამიტომ სამსახურებრივი პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ხელსაყრელი დღეა ბიზნესის დაწყების ან გაფართოებისთვის. შეგიძლიათ პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ. საღამოს შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. არ შეგეშინდეთ სიახლეების – ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის.
კურო
ყურადღების მოკრეფა გიჭირთ, რაც შეიძლება უამრავი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. ტრავმების თვალსაზრისით საშიში დღეა, ამიტომ გზაზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ტყუპები
ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. შესაძლოა, თავდაპირველად ვერ მიხვდეთ, ეს ინფორმაცია როგორ გამოიყენოთ, მაგრამ მალე ყველაფერი ნათელი გახდება. ეცადეთ, სხვის სურვილებსაც მოუსმინოთ – ზედმეტმა ეგოიზმმა შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობაში უხერხული სიტუაცია შექმნას. ჩემოდნების ჩალაგებისა და მოგზაურობის დაწყებისთვის ხელსაყრელი დროა - არ დაიგვიანოთ.
კირჩხიბი
თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა, რომლებიც როგორც სასიამოვნო მოვლენებს, ასევე მცირე სირთულეებს უკავშირდება. საყვარელი ადამიანის მოულოდნელი გადაწყვეტილება ძალიან გაგაოცებთ, თუმცა ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. მუშაობის დროს მეტი ყურადღება ხარისხს და არა რაოდენობას უნდა დაუთმოთ – კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენგან განსხვავებულ მიდგომას ელიან.
ლომი
სავარაუდოდ, ამ დღეს ძველი დაპირებების შესრულება მოგიწევთ. სანამ სხვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ, დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ ამის გაკეთება თუ არა ეს. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. მდგომარეობა მალე გაუმჯობესდება, მაგრამ უმჯობესია, საჭირო წამლები თან იქონიოთ.
ქალწული
ამ დღეს გარშემომყოფების მიმართ მეტი გულისხმიერება უნდა გამოიჩინოთ. ადამიანი, რომელმაც შეცდომა დაუშვა, პატიების შანსს იმსახურებს. ვარსკვლავები ქველმოქმედებას მხარს უჭერენ – თქვენი კეთილი საქმეები ორმაგად დაგიბრუნდებათ. თუ ახლობელი თქვენგან დახმარებას ითხოვს, უარს ნუ ეტყვით. ემოციური და მორალური წონასწორობის აღსადგენად ეცადეთ, დასვენებისთვის დრო გამონახოთ და საღამო სიმშვიდეში, განმარტოებით, გაჯეტების გარეშე გაატაროთ.
სასწორი
სავარაუდოდ, ამ დღეს ახალი გატაცება გამოგიჩნდებათ, რომელიც მომავალში შეიძლება თქვენს პროფესიად იქცეს. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირთ, ინტუიციას მოუსმინეთ. ზოგ სასწორს ვარსკვლავები რთულ გამოცდას უმზადებენ – ორ თანაბრად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. გირჩევთ, დახმარებისთვის მესამე, ობიექტურ პირს მიმართოთ და ყველაფერი გულახდილად მოუყვეთ.
მორიელი
თქვენი პროფესიული გეგმები შესაძლოა ვერ განხორციელდეს. ეს ერთ-ერთი შურიანი კოლეგის ინტრიგებს უკავშირდება, რომელიც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს. წვრილმანების დანახვის უნარი დაგეხმარებათ, შენიშნოთ და გამოასწოროთ შეცდომა, რომელიც ყველას გაეპარა. პირად ცხოვრებაში ცოტა პრინციპულობა უნდა გამოიჩინოთ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩემი ბიჭები“ - ხვიჩა კვარაცხელია ძმის და შვილის ფოტოს აქვეყნებს
🎥 „მინდა საქართველოს მოსახლეობა დავამშვიდო...“ - ასტროლოგი მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე
🎥 ექსკლუზიური რიტუალი მარიამ შუკაკიძისგან! - „ჭიქა აავსეთ წყლით, ფურცელზე ჩამოწერეთ სურვილები...“