Digest Logo

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1716842999
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაც შეიძლება მეტი შეხვედრა და ურთიერთობა დაგეგმოთ. ამჟამად გარშემო მყოფებისთვის სათქმელიც ბევრი გაქვთ და სასარგებლო გამოცდილებაც შეგიძლიათ გაუზიაროთ. ბევრი აღნიშნავს, რომ ყურადღებიანი მსმენელი ხართ და შეგიძლიათ სხვა ადამიანების პრობლემები მოისმინოთ და გაიაზროთ.

კურო

უარი თქვით ნებისმიერ ფინანსურ ტრანზაქციაზე - დიდია იმის ალბათობა, რომ მოგატყუონ და დანაზოგის გარეშე დაგტოვონ. რაც გინდათ ის აკეთეთ, მთავარია, ამ დღეს ფულს არ შეეხოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს სახლის გარეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. შესვენების დროსაც კი ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. რამდენიმე თვეში დაიჩივლებთ, რომ ზაფხული სწრაფად გაფრინდა, ამიტომ სანამ დროა, ბუნებით ტკბობის არცერთი წუთი არ უნდა დაკარგოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. გარშემომყოფებისგან უიმედობას გრძნობთ და ძალაუნებურად ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც არასწორად ხდება. ეს მდგომარეობა რამდენიმე დღეს გაგრძელდება, მაგრამ ისეთი განცდა გაქვთ, რომ დეპრესიამ საბოლოოდ გძლიათ.

ლომი

რამდენიმე დღის წინ სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელიც დაგეხმარათ, რომ საკუთარი ფასი გაგეგოთ. თუმცა დღეს უკვე ეჭვი გეპარებათ. სწორად მოიქეცით თუ არა? თქვენს ცხოვრებაში ისევ ემოციური რყევებისა და თვითკრიტიკის პერიოდია. გირჩევთ, საყვარელ ადამიანს ესაუბროთ, ის სიტუაციის გაგებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ამჟამად მარტო დამატებითი შემოსავალზე ფიქრობთ. მზად ხართ, გათენებიდან დაღამებამდე იმუშაოთ, რათა ოჯახის მოთხოვნები დააკმაყოფილოთ. თქვენი მცდელობა ღირსეული და დასაფასებელია, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ 16 წლის აღარ ხართ და შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ.

სასწორი

გეჩვენებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაწყენია. ნუ ელით, რომ ვიღაც მოვა და ყოველდღიური რუტინისგან გიხსნით. გირჩევთ, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ და ცხოვრება უფრო ფერადი და ხალისიანი გახადოთ. დასაწყისისთვის, სილამაზის სალონს ეწვიეთ და ვარცხნილობა შეიცვალეთ. გზადაგზა შეიძლება სხვა იდეებიც გეწვიოთ.

განაგრძეთ კითხვა - https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/28-maisis-astrologiuri-prognozi-4185

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

⭕თბილისის უბნები, სადაც შუქი გაითიშება - ქუჩების ჩამონათვალი

🎥 „აფხაზეთო ჩემო“ – ბარბარე ჯანაშიას ემოციური შესრულება

⭕ „რისი დასრულების ან დასაწყისის დროა?“ - იუპიტერი ტყუპების ზოდიაქოში ერთი წლით გადავიდა, ხათუნა ნოელის პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის