ბედნიერების პლანეტად წოდებულმა იუპიტერმა 26 მაისს, თბილისის დროით, ღამის 03:14 წუთზე დატოვა კუროს ნიშანი და გადავიდა ტყუპების ზოდიაქოში.
ბოლოს იუპიტერი ამ ნიშანში 2012-2013 წლებში იმყოფებოდა, ამჯერად ის აქ 2025 წლის 9 ივნისამდე გაჩერდება.
რა ტენდენციებს მოიტანს მისი ტრანზიტი მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში? - ამის შესახებ ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა.
„პლანეტების მოძრაობა არის ციკლური, აქ ისტორია მეორდება და რაც იწყება ის უნდა დამთავრდეს. იუპიტერს 12-წლიანი ციკლი გააჩნია. ბოლოს იუპიტერი ამ ნიშანში 2012-2013 წლებში იმყოფებოდა, ამჯერად ის აქ 2025 წლის 9 ივნისამდე გაჩერდება.
ჩვენ რომ ვამბობთ 12 თვე, დღე-ღამეშიც ორი ცალი 12-ია ჯამში 24 საათი. აი ეს ყველაფერი შუმერებიდან მოდის. ჯერ კიდევ 12 რიცხვი რომ საკრალურია, მათ აღმოაჩინეს. 12 ჯერ 5 სამოცია, ანუ 60-იც დროის ერთეულია. და ამ 12 ჯერ ხუთს ასტროლოგიაშიც ვაწყდებით, როდესაც აღმოსავლური ჰოროსკოპით ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა ძაღლია, ვიღაცა ვეფხვია, ხარია, ცხვარი ან ვირთხა, იქაც ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ციკლი იცვლება. ქართულ ფოლკლორშიც გვაქვს, ქვესკნელში 12 საფეხურით ქვევით ჩავიდა მზეჭაბუკი, 12 ძმა, ზოგან ცხრაა. ანუ ეს 12 არის ბედნიერების და სიყვარულის გამომხატველი. იუპიტერი კი რისი პოლანეტაა? - გამარჯვების კი არა, დიდი გამარჯვების და სიყვარულის. გვაქვს მცირე სიყვარულის პლანეტაც, რომელიც ვენერაა.
რატომ ჰქვია იუპიტერს გამარჯვების და სიყვარულის პლანეტა - ჯერ ერთი ყველაზე დიდი ზომითაც, მისი გრავიტაციას იმდენად მაღალია, რომ ჩვენს სისტემაში შემოჭრილი მეტეორიტი, მისგან როგორც მტვერსასრუტი მიიზიდება და არ ვარდება დედამიწაზე.
უნდა გავიხსენოთ რა ხდებოდა 12 წლის უკან - რისი დასრულების ან დასაწყისის დროა?
შესაძლოა ის მოვლენები, რაც მაშინ იყო, შესაძლოა თვისობრივ და უკეთეს საფეხურზე ავიყვანოთ.
თუმცა ზოგჯერ აუცილებელია, რაც დაიწყო 12 წლის უკან, ახლა უნდა დასრულდეს.
ტყუპები რა არის? - ინფორმაცია, კონტაქტები, გაცვლა-გამოცვლა, ბიზნესი.
ვნახოთ რა ხდებოდა 2012 წელს? - მაშინ, როდესაც შევიდა თუ არა იუპიტერი ტყუპებში ტექნოლოგიების ბუმი იყო და „ვიკიპედია“ გაეშვა ქსელში.
განათლება, ცოდნის მიღება აქტუალური იქნება - მაგრამ უნდა გვესმოდეს, რას ვტოვებთ უკან. რაზე ჩაბღაუჭება არ შეიძლება?!
ფული კუროს აბარია, ამიტომ ახლა გამოდის რომ ფული არ არის მთავარი და გამოდის, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეთ!
საინფორმაციო სივრცისთვის კარგი პერიოდია.
ასევე მნიშვნელოვანი პერიოდია, როდესაც მთავარია არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ ვიწრო წრე. რაც ტყუპების მნიშვნელოვანი თვისებაა - ანუ მნიშვნელოვანია, თანამოაზრეები. როდესაც კი იუპიტერი შედის სადმე, იქ აუცილებლად იქნება გაფართოება, ანუ ვიწრო წრე უნდა გაფართოვდეს.
იუპიტერი მოგვცემს, საღ აზრთან კონტაქტის შესაძლებლობას“, - ამბობს ასტროლოგი.
რაც შეეხება ზოდიაქოს ცალკეულ ნიშნებს, ნოელის პროგნოზი ასეთია:
♈ ვერძი
ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები, სანერვიულო ნამდვილად არაფერია, მაგრამ დიდ ბონუსებს არ მოუტანს.
♉ კურო
ფინანსური საკითხები იქნება აქტუალური, აქაც იგივე, სანერვიულო არაფერია, მაგრამ დიდ ბონუსებს არ მოუტანს ეს წელი მათ.
♊ ტყუპები
ძალიან კარგი პერიოდია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ტყუპებში ჰყავთ იუპიტერი. გადაავლონ თვალი 2012 წელს, რა ხდებოდა მათ ცხოვრებაში.
♋ კირჩხიბი
როგორც კუროს, აქაც სანერვიულო არაფერი აქვთ, მაგრამ არც დიდ სიკეთეებს და ბონუსებს არ მოუტანს მათ ეს ტრანზიტი. ჯამში არც ცუდის მომტანია, არც ხელის შემწყობი და რუტინულად წავა ეს ყველაფერი.
♌ ლომი
ძალიან კარგი პერიოდი აქვთ, ოცნებების შესრულების პერიოდია. საერთო საზოგადოებრივ ფერხულში უნდა ჩაებნენ. ანუ ინდივიდუალური ქმედებები ნაკლებად მოგებიანი იქნება და თანამოაზრეების გუნდში უნდა იმოქმედონ.
♍ ქალწული
კარიერული წარმატების შესაძლებლობები ეხსნება, თუ მიზნების სწორ დასახვაზეა საუბარი.
♎ სასწორი
სასწორებს, ლილიტი ეყოლებათ სტუმრად მთელი ერთი წელი, რაც მათ ვერ მისცემს სრულყოფილ ბედნიერებას, მაგრამ გარკვეული შეღავათები იქნება და ნაკლებ პრობლემურად გაივლიან წელიწადს.
♏ მორიელი
საინტერესო წელიწადია, სხვა ადამიანების დახმარებით მათ შეუძლიათ, მაღალი ენერგიები მოიზიდონ თავიანთ ცხოვრებაში და კრიზისიც კი თავიანთ სასიკეთოდ შემოაბრუნონ. ეს წელიწადიც მთლად იოლი არ იქნება, თუმცა მორიელი მიჩვეულია სირთულეებს.
♐ მშვილდოსანი
ეს არის პარტნიორული ურთიერთობების წელიწადი. შეიძლება იყოს სოციუმში კარგად გასვლის პერიოდში.
♑ თხის რქა
ყოველდღიური რუტინაა აქტიური და ჯანმრთელობის პრობლემები ამოიწურება, მაგრამ სამსახურებრივი თვალსაზრისითაც იქნება კარგი განვითარება, თუ ზედმეტად არ ჩაეფლობით რუტინაში.
♒ მერწყული
მართლა ფორტუნამ გაუღიმა და ეს წელი თუ არ გამოიყენეს, მერე ელოდონ კიდევ როდის მოვა ასეთი ციკლი 12 წლიანი. საუკეთესო დროა შვილების გაჩენის, მოგება, ჰობი, იღბალი ყველაფერი მერწყულის მხარესაა.
♓ თევზები
არაუშავს წელიწადია, მაგრამ მე-4 სახლის სიტუაციები წამოვიდა მისთვის, ანუ სახლის პრობლემების მოგვარება მოუწევთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე
⭕ვარსკვლავური წყვილის მორიგი გამოჩენა - ფეხმძიმე ჰეილი ბიბერის უახლესი ფოტოები