14 ოქტომბერს მზის დაბნელება იყო, რომლითაც დაბნელების დერეფანი დაიწყო. ეს ასტროლოგიური მოვლენა 28 ოქტომბერს, მთვარის დაბნელებით დასრულდება და ბევრ ადამიანს ცვლილებების წინაშე დააყენებს.
ასტროლოგების თქმით, დაბნელების დერეფანი კომუნიკაციებს, ურთიერთობებს ართულებს, ენერგია დაქვეითებულია და მიზნების მიღწევას იმაზე მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე აქამდე.
ამიტომაც, ეს დღეები კონფლიქტებისა და დანაკარგების გარეშე რომ გაიაროთ, მნიშვნელოვანია, სიმშვიდე გამოიჩინოთ, არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები და თითოეულ ინიციატივას კარგად დააკვირდეთ.
28 ოქტომბერი მართლაც განსაკუთრებული თარიღია. პირველ რიგში, ის დაბნელების დერეფანს დაასრულებს და შესაბამისად, კულმინაციური წერტილია. მეორეც, ამ დღეს მთვარის დაბნელება კუროს ნიშანშია, რაც თითოეულ ადამიანს უბიძგებს, საკუთარ ქვეცნობიერს ჩაუღრმავდეს და მნიშვნელოვანი აღმოჩენებიც გააკეთოს, გააანალიზოს წარსულში დატოვებული ურთიერთობები, საქმეები, შეხედოს საკუთარ შიშებსა და კომპლექსებს და დაფიქრდეს, რა უშლის ხელს ბედნიერებაში.
გარდა ამისა, ითვლება, რომ 28 ოქტომბერს მთვარის ყველაზე ღრმა დაბნელება იქნება და მსგავსი მოვლენა 2025 წლამდე აღარ გველის. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ყურადღებით ვიყოთ.
მთვარის დაბნელება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე მოახდენს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით ფრთხილად კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები უნდა იყვნენ. სწორედ ეს ოთხეული 28 ოქტომბერს მომატებულ შფოთვას იგრძნობს და საკუთარ ფიქრებთან გამკლავება გაუჭირდებათ. დიდი ალბათობით, ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს განსაკუთრებით გაუჩნდებათ სურვილი, წარსულს გადახედონ, დაშვებული შეცდომები გააანალიზონ და კარი გაიხურონ. ემოციური არასტაბილურობის გამო შესაძლოა, რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, რომ თითოეული ნაბიჯი კარგად შეაფასოთ. თუკი მოულოდნელად ყოფილ პარტნიორთან გადაწყვეტთ დარეკვას, ან კიდევ სამსახურს დატოვებთ, შესაძლოა, შემდეგ დღეებში, როდესაც დამშვიდდებით, შედეგით უკიდურესად უკმაყოფილო დარჩეთ. ამიტომ, ამ დღეს ნებისმიერი იმპულსური გადაწყვეტილებისაგან თავი მაქსიმალურად შეიკავეთ და შეეცადეთ, საყვარელი საქმით დაკავდეთ.
რისი გაკეთება შეიძლება 2023 წლის 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელების დროს?
1. მთვარის დაბნელების დროს ადამიანები განსაკუთრებით ემპათიურები არიან. ახლა გაქვთ შანსი, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, იყოთ აბსოლუტურად გულწრფელი და გააანალიზოთ თქვენი სურვილები.
2. გადადგით პირველი ნაბიჯები საკუთარი თავის განვითარებისა და ტრანსფორმაციისაკენ. მოინიშნეთ სამომავლო გეგმები და იდეები.
3. დაკავდით ფიზიკური აქტივობით - ემოციების ზღვაში რომ არ ჩავიკარგოთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.რისი გაკეთება არ შეიძლება 2023 წლის 28 ოქტომბრის მთვარის დაბნელების დროს?
1. ნუ მიიღებთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს არც გარისკვა გაამართლებს. ამიტომ, რაციონალურობა ყველაზე კარგი არჩევანია.2. ნუ მოაწყობთ სკანდალს, ნუ წამოიწყებთ ჩხუბს. მცირე კამათიც კი შესაძლოა, დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.3. შეეცადეთ, ამ დღეს მავნე ჩვევები არ შეიძინოთ. ითვლება, რომ ის, რასაც დაბნელების დროს ვაკეთებთ, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში რჩება ჩვენთან.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge