Digest Logo

🎥 28 თებერვალს ახალმთვარეობაა - „გვახსოვდეს, რომ ყველაზე ბნელ მომენტშიც კი არის იმის ალბათობა, რომ რაღაც ახალი მოხდება“

1740467228
ასტროლოგი ანა ჯალაღონია

28 თებერვალს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს და რა უნდა გავითვალისწინოთ, ამის შესახებ ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

„28 თებერვალს ახალმთვარეობა იმოძრავებს თევზების ზოდიაქოს ნიშანში, მე 10 გრადუსზე 00:45 წთ-ზე. 

თევზების ენერგიები იქნება ძალიან გააქტიურებული, რადგან აქ პლანეტების უმრავლესობა იყრის თავს აღმავალ კვანძთან ერთად. 

ხოლო ახალმთვარეობას იუპიტერთან ექნება კვადრატი და ახალი მთვარე მოგვიწოდებს, ღრმად ვენდოთ ჩვენ ინტუიციას და გვახსოვდეს, რომ ყველაზე ბნელ მომენტშიც კი არის იმის ალბათობა, რომ რაღაც ახალი მოხდება. 

ახალმთვარეობის ენერგია ძალაში იქნება 14 მარტამდე, როდესაც გვექნება სრული მთვარის დაბნელება და განსაკუთრებით გააქტიურებული იქნება ცვალებადი ენერგიები. 

ამ პერიოდში მაღალი იქნება აქტიურობის სურვილები, მაგრამ იზრდება შეცდომების დაშვების ალბათობები. 

14 მარტს არის მთვარის დაბნელება და ასევე, 30 მარტს ნეპტუნი გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოს ნიშანში. მარტში დიდი პროცესები მიმდინარეობს და ეცადეთ, არ აჰყვეთ ამბიციებს და არ გააზვიადოთ ის რაც ხდება“, - ამბობს ასტროლოგი. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ყველაფერი ახლა ცუდად მახსენდება და ვნანობ...“ და-ძმა კენჭიაშვილების მხიარული ინტერვიუ

🎥 5 ფერი, რომელიც გაზაფხულზე ყველაზე პოპულარული იქნება