ასტროლოგ ხათუნა ნოელის პროგნოზით, ხვალიდან 5 თვის განმავლობაში მოულოდნელობის მმართველი პლანეტა ურანი 5 თვის განმავლობაში უკუსვლით დაიწყებს მოძრაობას. მისივე განმარტებით, ეს ტრანზიტი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ინდივიდუალურ შედეგს მოუტანს.
„ხვალ 29 აგვისტოს კუროს 24-ე გრადუსზე ურანი ხდება რეტროგრადული.
ის უკუსვლით იმოძრავებს ამ ნიშანში მომავალი წლის იანვრის ბოლომდე. 19*6' -მდე ჩავა და შემდეგ ისევ წინ სვლას დაიწყებს.
მთელი ეს 5 თვე ურანი იმუშავებს ჩვენი ცნობიერების შიდა პლანზე და მოგვთხოვს ცვლილებებს იმ სფეროებში, რასაც ჩვენ-ჩვენს პირად რუკაში განაგებს, და რასაც ტრანზიტულად შეეხება. ამიტომ ერთიანი ზოგადი პროგნოზის მოცემა შეუძლებელი და არასწორია.
რა თქმა უნდა, შესაძლოა ითქვას, რომ ვერძებისათვის ეს ცვლილებები ფინანსურ სფეროს შეიძლება უკავშირდებოდეს, კუროებისთვის ფიზიკურ ცვლილებებს, ტყუპებისთვის ქვეცნობიერში ქექვას, კირჩხიბებისათვის სამეგობრო წრის შეცვლის აუცილებლობას და ასე შემდეგ“, - წერს ასტროლოგი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: