Digest Logo

29 აპრილამდე პლანეტა ვენერა ვერძის ნიშანშია - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც ამ პერიოდის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ექნება

1712845047
სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვენერას ხშირად სიყვარულის პლანეტასაც უწოდებენ. 29 აპრილამდე ის ვერძის ნიშანშია და როგორც ასტროლოგები ამბობენ, ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს სწორედ სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით არაერთი ცვლილება ელოდება:

ვერძი

პლანეტა ვენერა, რომელიც თქვენს პარტნიორულ სექტორს მართავს, 18 და 19 აპრილს თქვენს ნიშანში მომავლის კვანძს უკავშირდება. ამ მოვლენამ კი შესაძლოა, შეგახვედროთ ადამიანს, რომელსაც თქვენს მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ. ან კიდევ, შეიძლება, წარსულში დატოვებულმა ურთიერთობამ კვლავ შეგახსენოთ თავი და ყოფილმა შეყვარებულმა, პარტნიორმა შეხვედრა გთხოვოთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, თუკი 18 და 19 აპრილს ვინმე შეხვედრას გთხოვთ, ან საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, ეს სამყაროს ნიშანია. დაქორწინებული ვერძების ცხოვრებაში კი შეიძლება, ახალი, კიდევ უფრო საინტერესო თავი დაიწყოს. საყვარელ ადამიანთან ერთად მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც სულ გინდოდათ, მაგრამ ვერ ბედავდით.

კურო

კუროს ნიშანს პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომაც, მისი ნებისმიერი ტრანზიტი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლების ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 18 და 19 აპრილს შეიძლება, წარსულში დატოვებულმა ადამიანმა კვლავ თავი შეგახსენოთ და საუბარი გთხოვოთ. ან კიდევ პირდაპირ შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელთანაც კომუნიკაცია ვირტუალურად, ონლაინ გქონდათ. ერთგვარად, სიცხადის პერიოდი იქნება, რომლის შემდეგაც ზუსტად გეცოდინებათ, მისცემთ კიდევ ერთ შანსს წარსულის ურთიერთობას თუ თქვენი ცხოვრების ახალ თავს დაიწყებთ. გარდა ამისა, თუ უკვე გყავთ რჩეული, შესაძლოა, მისგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის შეთავაზება მიიღოთ.

ქალწული
 
თქვენი მმართველი პლანეტა - მერკური 18 და 19 აპრილს ვენერას დაუკავშირდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. გარდა ამისა, თუ ქორწინებაში კრიზისი გაქვთ, ამ პერიოდში ხელსაყრელია, რომ ოჯახის ფსიქოლოგს ესტუმროთ და არსებული დაძაბულობა განიხილოთ. ეს შესანიშნავი გამოსავალია, რომ ცხოვრების მშვიდად გაგრძელება მოახერხოთ.

სასწორი

როგორც ასტროლოგები ამბობენ, 18 და 19 აპრილს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი მოვლენა და ცვლილება გელით. თქვენი მმართველი პლანეტა მომავლის კვანძს ქორწინების სექტორში დაუკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთობაც საბოლოოდ ქორწინებით დასრულდება, ან არსებულ ურთიერთობაში მიიღოთ დაქორწინებისა და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანის შეთავაზება. თუ დაქორწინებული ხართ და ქორწინებაში კრიზისს განიცდით, არ არის გამორიცხული, ამ პერიოდში რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ და დაშორებაზე ილაპარაკოთ.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განსამუხტად, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, შეჩერდება“ - ჭელის მეჩეთის იმამი

„საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა“ - ფოთი ცნობილ მხატვარს ემშვიდობება

⭕„ჩემი ლამაზი გოგოს დაბადების დღეა! შენ იმსახურებ ყველაფერს კარგს და გექნება კიდეც!“ - ზურა ხაჩიძე ნინი ქარსელაძეს დაბადების დღეს ულოცავს

წყარო: www.beaumonde.ge