8 მარტს, ადიგენში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს ხოლმე, დაპირისპირება მოხდა. ადგილზე პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სახლის, სადაც მედრესეა (მუსლიმანური სასწავლებელი), „მეჩეთად გადაქცევას“ და იქ ყოველ პარასკევს ლოცვის ჩატარებას არ დაუშვებდნენ. იუსუფ მიქელაძის სახლთან შეკრებილთა შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ჭელის მეჩეთის იმამი ჯამბულ აბულაძე გამოეხმაურა და შეთანხმების დეტალები გაასაჯაროვა:
„ადიგენის ცენტრში მუსლიმური პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ფონზე გაიმართა შეხვედრა ჭელის მეჩეთში.
შეხვედრას სადაც ესწრებოდნენ რეგიონის მუფთი, იმამები და მუსლიმი მრევლი, მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილება, შექმნილი დაძაბული მდგომარეობის განსამუხტად შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად პანსიონის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შეჩერდება (მხოლოდ პარასკევის ლოცვები).
ჩვეულებრივად გაგრძელდება ყოველდღიური ლოცვები, რომელსაც პანსიონის მორიგე იმამი აღასრულებს. ასევე რიგითი გამვლელმა მლოცველებმაც უნდა ისარგებლონ ყოველდღოური ლოცვის უფლებით.
მუსლიმი მუფთები და იმამები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიან გარემოში გადავიდეს მოლაპარაკების პროცესი.
მუსლიმი მრევლი იმედს გამოვთქვამთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს მიღებული იქნეს რაციონალური გადაწყვეტილება“, - წერს ჯამბულ აბულაძე.
რატომ ითხოვდნენ ჯგუფური ლოცვის შეწყვეტას დაბა ადიგენში?
ადგილობრივების თქმით, დაბა ადიგენში მუსლიმები არ ცხოვრობენ და ამ ადგილს მეჩეთი და სამლოცველო არ სჭირდება. მათივე ინფორმაციით, მიქელაძე მორწმუნეების მოზიდვას ხელოვნურად ცდილობს - მაშინ, როცა მიმდებარე სოფლებში არაერთი მეჩეთია.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი ამბობს, მიქელაძე არავის დაეკითხა - როდესაც ხულოდან ჩამოვიდა, სახლი შეიძინა და იქ სალოცავი გახსნა. მიქელაძე არ ექვემდებარება სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს [სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ერთადერთ ორგანიზაციას]; მეჩეთი უკანონოდ მუშაობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა“ - ფოთი ცნობილ მხატვარს ემშვიდობება
🎥 „ასეთების ხელში არ უნდა ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა!“ - რას წერს თამარ ივერი