ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქე, მხატვარი ჯანო დანელია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 75 წლის გახდა და თავისივე დაბადების დღეზე გარდაიცვალა.
„სამწუხარო ამბავი... 75 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღეზე, გარდაიცვალა დამსახურებული მხატვარი, ფოთის საპატიო მოქალაქე ბატონი ჯანო დანელია. უფალმა ნათელში ამყოფოს!“, - წერია სამძიმრის წერილში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასეთების ხელში არ უნდა ჩავარდეს ჩვენი ქვეყანა!“ - რას წერს თამარ ივერი