Digest Logo

29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: ტრანსფორმაცია, გათავისუფლება და შინაგანი გაღვიძება!

1785337492
სავსემთვარეობა

29 ივლისს, ცაზე იშლება წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და გარდამტეხი მოვლენა - სავსემთვარეობა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში!

ეს არ არის უბრალო სავსემთვარეობა; ის მჭიდროდ უკავშირდება პლუტონს (ტრანსფორმაციისა და სიღრმისეული ცვლილებების პლანეტას) და უპირისპირდება ლომში მყოფ მზესა და იუპიტერს. ეს ასტროლოგიური ალიანსი გვეუბნება: „დროა ჩამოიბერტყო ყველაფერი, რაც შენს განვითარებას აფერხებს და გადადგა ნაბიჯი შენი ჭეშმარიტი, თავისუფალი მომავლისკენ!“.

რას მოიტანს ეს სავსემთვარეობა?

სიმართლისა და ილუზიების ნიღბის ჩამოხსნა: მერწყული მართავს მომავალს, მეგობრებსა და სოციალურ წრეს. პლუტონის გავლენით, შესაძლოა დაინახოთ ადამიანების ან სიტუაციების ჭეშმარიტი სახე. ნუ შეგაშინებთ ეს - სამყარო უბრალოდ ათავისუფლებს სივრცეს იმათთვის, ვინც მართლა თქვენ გვერდით უნდა იყოს!

ძველი შიშებისა და შეზღუდვების გაშვება: ეს პერიოდი იდეალურია არა ახალი სურვილების ჩასაფიქრებლად, არამედ ძველისგან გასათავისუფლებლად. დროა გაუშვათ წარსულის ტვირთი, დაშორდეთ ტოქსიკურ ჩვევებსა და ფიქრებს, რომლებიც არასრულფასოვნების განცდას გიჩენენ.

შინაგანი თავისუფლება და აუთენტურობა: მერწყულის ენერგია გვიბიძგებს, ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში ვართ - სხვისი შეფასებების, შიშებისა და საზოგადოებრივი ჩარჩოების გარეშე.

29 ივლისის რიტუალი: გათავისუფლება და გაწმენდა

შეასრულეთ ეს მარტივი, მაგრამ უძლიერესი პრაქტიკა (29, 30, 31 ივლისს):

1. აანთეთ თეთრი ან შავი სანთელი (თეთრი წმენდს, შავი ბლოკავს ნეგატივს).

2. ფურცელზე ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გღლით: შიშები, ეჭვები, ძველი წყენები, ფინანსური ბლოკები ან კონკრეტული სიტუაციები, რომელთა გაშვებაც გსურთ.

3. მთვარის შუქზე წარმოთქვით:„მერწყულის თავისუფალი ენერგიითა და სავსე მთვარის სინათლით, მე ვათავისუფლებ ჩემს ცხოვრებას ყოველივე ძველისგან და ვადადატურებ ჩემს შინაგან ძალას. ჩემი გზა სუფთაა! დაე, ასე იყოს!“

4. უსაფრთხოდ დაწვით ფურცელი და ფერფლი გაატანეთ ქარს ან გამდინარე წყალს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა წესები უნდა გაითვალისწინოთ ცხელ სეზონზე, სანამ აუზზე წახვალთ?

⭕ ელჭექი, სეტყვა და ნისლი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„ნუ ეცდები მოვლენების ძალდატანებით მართვას“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

წყარო: www.facebook.com