30 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 31 ივლისის დღის მეორე ნახევრამდე შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ჩრდილოეთით, მთიან რაიონებში ზოგან – ძლიერი.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ნისლი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ნუ ეცდები მოვლენების ძალდატანებით მართვას“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით
⭕ ქარელში ტაქსის მძღოლმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი