Digest Logo

29 ივლისის სავსემთვარეობა: ვინ არის დღეს ყველაზე იღბლიანი? - თამუნა იოსელიანის პროგნოზი

1785349336
სავსემთვარეობა

29 ივლისის სავსემთვარეობა: ვინ არის დღეს ყველაზე იღბლიანი? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს მინეროლოგი და ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:

„დღეს, თბილისის დროით 18:35-ზე, მერწყულის ნიშანში სავსემთვარეობა დადგა. ემოციები გაძლიერებულია, თავდაჯერებულობა გამოცდას გადის, ხოლო სამყარო თითქოს გვეუბნება: დროა აირჩიო საკუთარი თავი და ახალი გზა.

♒️ მერწყულები და ♌️ ლომები

თქვენ ამ სავსემთვარეობის მთავარი გმირები ხართ. მისი გავლენა შესაძლოა უკვე ერთი კვირით ადრე იგრძენით და მომდევნო დღეებშიც თანდათან უფრო გამოიკვეთება.

ახლა შეიძლება ჩამოყალიბდეს გადაწყვეტილებები, რომლებიც მომდევნო წლების მიმართულებას განსაზღვრავს:

✨ ცხოვრების ახალი სტილი;

✨ ურთიერთობების ან გარემოცვის შეცვლა;

✨ საცხოვრებლის შეცვლა ან პროფესიული გარდატეხა;

✨ ახალი, თამამი პროექტები;

✨ იმ როლის დატოვება, რომელსაც უკვე დიდი ხანია გასცდით.

ნუ შეგეშინდებათ სიახლის — ძველი ეტაპი თავად მიგანიშნებთ, რომ მისი დრო ამოიწურა.

😌 🍀 სავსემთვარეობის მთავარი იღბლიანები.

♊️ ტყუპები (თუ ასცენდენტი ტყუპებში გაქვთ) თქვენთვის იხსნება ახალი იდეების, სწავლის, მოგზაურობის, საინტერესო ნაცნობობისა და პერსპექტივების კარი. ნუ იტყვით უარს მოულოდნელ შემოთავაზებებზე — მათ შორის შეიძლება თქვენი ახალი შესაძლებლობა იმალებოდეს.

♎️ სასწორი (თუ მზე სასწორში გაქვთ) დროა დაიბრუნოთ სიხარული, შემოქმედებითი ენერგია, სიყვარული და საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვის უფლება. აირჩიეთ ის, რაც თქვენ გახარებთ და არა ის, რასაც სხვები ელოდებიან.

♓️ თევზები თქვენ მნიშვნელოვან შინაგან ეტაპს ასრულებთ. სამსახურმა, გარემოცვამ ან ახლობლებმა შესაძლოა იმ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანოთ, რომელიც დიდი ხანია მომწიფებულია. დროა გაუშვათ ის, რაც ძალას გართმევთ და კარი გაუღოთ უფრო მშვიდ და ნათელ პერიოდს.

🌕 ამ სავსემთვარეობის მთავარი კითხვა ასეთია: „ვირჩევ ძველ, ჩვევად ქცეულ ცხოვრებას, თუ იმას, სადაც საბოლოოდ ჩემი ნამდვილი თავი ვიქნები?“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ რა წესები უნდა გაითვალისწინოთ ცხელ სეზონზე, სანამ აუზზე წახვალთ?

⭕ ელჭექი, სეტყვა და ნისლი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„ნუ ეცდები მოვლენების ძალდატანებით მართვას“ - 28 ივლისის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით