ამ საღამოს ერთდროულად აქტიურდება ორი ძლიერი ასტროლოგიური მოვლენა და თითოეული თავისებურად მოქმედებს.
🌕 სავსემთვარე თხის რქაში პიკი 29-დან 30 ივნისის ღამეს, დაახლოებით საქართველოს დროით 04:00 საათზე.
სავსემთვარე ყოველთვის არის კულმინაცია, მწვერვალი, მომენტი, როდესაც დაფარული საკითხები ნათელი ხდება.
თხის რქა კი პასუხისმგებელია შედეგებზე, დისციპლინაზე და იმაზე, რაც საკუთარი შრომით ავაშენეთ, ამიტომ ეს სავსემთვარე საკუთარ თავთან გულწრფელი საუბრის დროა: რა გამოგივიდათ წელს და რა მხოლოდ ენერგიას გართმევთ, სანაცვლოდ კი არაფერს გაძლევთ.
ახლა ახალი საქმის დაწყების დრო კი არა, დასრულების, გათავისუფლების, წერტილის დასმისა და იმის დახურვის დროა, რაც დიდი ხანია უნდა დასრულებულიყო.
ეს თხის რქაში წლის ერთადერთი სავსემთვარეა - სხვა აღარ იქნება.
☿️ რეტროგრადული მერკური 29 ივნისიდან 23 ივლისამდე დაიწყება 29 ივნისის საღამოს, დაახლოებით 21:30 საათზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში მერკური რეტროგრადულად იმოძრავებს.
ამ პერიოდში წარსული ხშირად თავისით ბრუნდება: შეიძლება მოგწერონ ყოფილებმა, კვლავ წამოიჭრას ძველი ისტორიები, გაგიჩნდეთ სურვილი, რაღაც დაამტკიცოთ, გაარკვიოთ ან დააბრუნოთ.
ეს შემთხვევითი არ არის, ასე მოქმედებს რეტროგრადული მერკურის პერიოდი. ეს არ არის დრო, როცა მთელი ძალით უნდა იჩქაროთ წინ. ეს არის დრო, გადახედოთ, დაასრულოთ და გამოასწოროთ ის, რაც დიდი ხანია დაუმთავრებელი დარჩა.
ამ დღეებში უმჯობესია არ გააკეთოთ:
- არ დაიწყოთ მნიშვნელოვანი საქმე ნულიდან, არ მოაწეროთ ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, არ გაუშვათ დიდი პროექტები და არ გადადგათ მკვეთრი ნაბიჯები;
- არ გაარკვიოთ ურთიერთობები და არ დაუბრუნდეთ ადამიანებს, ვისთანაც ყველაფერი უკვე დასრულებულია;
- არ მიიღოთ მძიმე და ემოციურ ფონზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ჩემი რონი-ექვთიმეს ნათლობა“ - ნინო მუმლაძის შვილი გაქრისტიანდა
⭕30 ივნისს პლანეტა იუპიტერი ლომის ზოდიაქოში გადავა - თამარ ხოსროშვილის პროგნოზი ტრანზიტზე
⭕რატომ შეიძლება წყვეტდეს ჩვენი ჯანმრთელობის ბედს ის, რაც ძილის დროს ხდება