Digest Logo

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1777754953
3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დაგროვილი საქმეები ხელს გიშლით, რომ საყვარელ ადამიანზე უფრო მეტად იზრუნოთ — პირადი ცხოვრებისთვის უბრალოდ არ გცალიათ. ეცადეთ, ცხოვრების მეგზურს მხარში ამოუდგეთ და მთელი ძალისხმევა მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ მიმართოთ. ჯერჯერობით ახალ პროექტებს ნუ შეეჭიდებით. არსებობს ალბათობა, რომ საკუთარი შესაძლებლობები არასწორად შეაფასოთ და კოლეგებთან ურთიერთობაში არასწორი ტაქტიკა აირჩიოთ. ბედი ფინანსურ საჩუქარს გიმზადებთ! მთავარია, ის უსარგებლო ნივთების შეძენაში არ გაფლანგოთ. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ განწყობა და ფსიქიკური მდგომარეობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. ტონუსში ყოფნისთვის ეცადეთ, დღის რეჟიმი არ დაარღვიოთ, კარგად გამოიძინოთ და სუფთა ჰაერზე ხშირად ისეირნოთ.

კურო

ხანმოკლე მოგზაურობა ახალ ნაცნობობას გპირდებათ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მალე ვენერას გავლენა გაძლიერდება, რაც თქვენს პირად ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის — ურთიერთობებს პირველი პაემნებისთვის დამახასიათებელი ვნება და სინაზე დაუბრუნდება! ძალები დაზოგეთ — ენერგია მომავალ კვირაში დაგჭირდებათ. ამბიციური კუროებისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება — შანსი გექნებათ, რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და უზრუნველ ცხოვრებას საფუძველი ჩაუყაროთ. სტრესულ სიტუაციებს მოერიდეთ. დაძაბულობის მოხსნაში საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ.

ტყუპები

მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი, რომელმაც შეიძლება პრობლემები მოგიტანოთ. პლანეტების განლაგება პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელია — ამ ნიშნის წარმომადგენლები ხელმძღვანელობისა და კოლეგების პატივისცემას დაიმსახურებენ და კაპიტალის დაგროვებასაც შეძლებენ. ეცადეთ, ემოციურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საყვარელი საქმისთვის მეტი დრო გამონახოთ. ნუ მოდუნდებით — პერიოდული ვარჯიში სასურველი ფორმის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

სასიყვარულო სფეროში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ერთადერთი, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, ეჭვიანობის ნიადაგზე წამოჭრილი კამათია. გაახარეთ ახლობლები საჩუქრებით და მეტი დრო დაუთმეთ მათთან ურთიერთობას — ეს ოჯახურ ატმოსფეროს საგრძნობლად გააუმჯობესებს. დღეს შესაძლოა კოლეგებთან ან უფროსობასთან ურთიერთობაში გაუგებრობა წარმოიშვას. თუ თქვენი მისამართით კრიტიკას მოისმენთ, ნუ გაბრაზდებით — ყველა გეგმა წარმატებით არ სრულდება, თუმცა სასოწარკვეთას ნუ მიეცემით. ეს ხანმოკლე დაბრკოლებებია, რომლებსაც გვერდს აუვლით, თუმცა შესაძლოა გარკვეული თანხა დაკარგოთ. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემა გაწუხებთ, სიმპტომებს ნუ უგულებელყოფთ — დროა ექიმს მიაკითხოთ. კინოში ან რესტორანში წასვლა დღის საუკეთესო დასასრული იქნება.

ლომი

დაინტერესდით საყვარელი ადამიანის საქმიანობით და დახმარება შესთავაზეთ. შესაძლოა, კითხვა „ვინ არის სახლში უფროსი?“ ისევ გააქტიურდეს. ნუ ეცდებით, რომ ოჯახის წევრებს თქვენი სურვილები თავზე მოახვიოთ. ახლა საჭიროა პასუხისმგებლობებისა და უფლებამოსილებების გადანაწილება. ნუ ჩაერევით იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც თქვენ არ გეხებათ, თორემ კოლეგებმა შესაძლოა საკუთარი შეცდომები თქვენ მოგაწერონ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, თუ ამის რეალური საჭიროება არ გაქვთ. თავისუფალი დრო იმ საქმეებს დაუთმეთ, რომლებიც გახარებთ და შთაგაგონებთ. ასე დაიმუხტებით ენერგიით, რომელიც მალე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ უსაქმურობა მალე მოგბეზრდებათ და ხასიათს გაგიფუჭებთ.

ქალწული

წინ რომანტიკული მოგზაურობა ან სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. თუ სიბრძნესა და მოთმინებას გამოიჩენთ, აუცილებლად დაჯილდოვდებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი თქვენი მთავარი დასაყრდენია და მისი წევრები საუკეთესო დამოკიდებულებას იმსახურებენ. საკმაოდ რთული დღეა, ნებისმიერი მოულოდნელობისთვის მზად იყავით. განსაკუთრებული სიფრთხილე ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ. კარგი იქნება, თუ წითელ საფულეს შეიძენთ — ის თქვენი ფინანსური თილისმა გახდება. აუცილებლად შეინახეთ მასში ფული, რომელიც თქვენი თილისმა გახდება. მარსი აქტიურ ფაზაში გადადის. აკონტროლეთ წნევა, განსაკუთრებით თუ ბოლო დროს გულის არეში ტკივილებს გრძნობთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/3-maisis-astrologiuri-prognozi-5537

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ზოდიაქოს რომელ ნიშანს გაუმართლებს მაისში ყველაზე მეტად? „სიყვარულის, რომანტიკის, რწმენისა და იმედის დაბრუნების თვე“

„დარჩება სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებლებთან ახლოს, რაც სეზონისთვის დამახასიათებელ სითბოს ვერ უზრუნველყოფს“ - კობა ფარტენაძე მაისის ამინდის პროგნოზს გვაცნობს

„მხოლოდ მას ენდეთ ბოლომდე, ვინც თქვენი კოცნისას თვალებს ხუჭავს...“ - ტიბეტელი უხუცესების მნიშვნელოვანი რჩევები