ფან-შუის მიხედვით, 5 მაისიდან 5 ივნისამდე წყლის გველის თვეა.
გთავაზობთ ფენ-შუის სპეციალისტის, ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციებს, რომელიც მიმდინარე თვის განმავლობაში უნდა გაითვალისწინოთ.
უფულობის დღეებია: 30 და 31 მაისი. ამ დღეებში ნუ მოახდენთ ფინანსურ აქტივობებს.
თუ თქვენი შემოსასვლელი კარი გაჭრილია რომელიმე არ მიმართულებით, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და სახლის ენერგეტიკის პროგნოზი.
ჩრდილო/ დასავლეთი
წლის 2, თვის 6
კარგი თვეა თუ გსურთ ახალ საქმიანობაზე მუშაობის დაწყება, დაწინაურება ან კვალიფიკაციის ამაღლება.
დადგით აქტივატორი - დეკორატიული ჩანჩქერი და ხშირად ჩართეთ.
დასავლეთი
წლის - 3, თვის - 7
ასეთ სახლებში ამ თვეში მაღალია კონფლიქტების და გაუგებრობების ალბათობა, ასევე არსებობს გაძარცვის რისკი, გვერდი აუარეთ ზედმეტად მომხიბვლელ ფინანსურ შემოთავაზებებს.
კორექტორი გახლავთ : ჭურჭელი მარილიანი წყლით. იდგეს 5 ივნისამდე. (1 ლ წყალში გახსენით 1 ს/კ მარილი).
ჩრდილო/ აღმოსავლეთი
წლის 4, თვის 8
კარგია ფინანსური აქტიურობისთვის, შენაძენის გასაკეთებლად.
აქტივატორი: დადეთ კრისტალები და დატოვეთ 5 ივნისამდე.
სამხრეთ/ დასავლეთი
წლის 7, თვის -2
რთულია იმ ადამიანებისთვის ვინც ხართ 60+. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არ აყვეთ ნერვებს.შესაძლოა გამწვავდეს ქრონიკული დაავადებები, კარგია ფულის ინვესტიცია უძრავ ქონებაში.
კორექტორი: დადგით ვულუს გოგრა და იდგეს 5 ივნისამდე.
აღმოსავლეთი
წლის - 8, თვის - 3
ნუ მოაწერთ ხელს მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს, შესაძლოა გადაიზარდოს იურიდიულ პრობლემებში. შესაძლოა დაგეძაბოთ მეუღლესთან ან პარტნიორთან ურთიერთობები.
კორექტორი: დადგით წყვილი (2) სანთელი და ხშირად აანთეთ . ფერს მნიშვნელობა არაა აქვს.
სამხრეთ/ აღმოსავლეთი
წლის - 9 ,თვის 4
საუკეთესო სექტორია აკადემიური ცოდნის მისაღებად, სასიყვარულო შეხვედრებისთვის, შვილის ყოლისთვის, ( თუ გსურთ გყავდეთ შვილი, ხშირად დაკავდით სექსით). აქტივატორი: დადგით დეკორატიული ჩანჩქერი და ჩართეთ.
სამხრეთი
წლის - 5, თვის - 9
ამ წელს სამხრეთი ნეგატიური სექტორია, მაგრამ ამ თვეში მოფრინდა ვარსკვლავი 9 და მისი ნეგატიურობა ძალიან შეასუსტა. ამ თვეში შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნესი, იყიდოთ უძრავი ქონება და დადოთ კონტრაქტები. ამ სექტორში მთელი წელი უნდა გედგათ მარილიანი თასი მონეტებით.
აიღეთ 1 ლიტრიანი ქილა, ჩაყარეთ 1 კილო მარილი და დაასხით წყალი. თეფშზე წრიულად დააწყვეთ 6 ყვითელი და 1 თეთრი (ვერცხლისფერი) მონეტა. წლის განმავლობაში ჩაამატეთ წყალი. უნდა იდგეს 2027 წლის 4 თებერვლამდე. ამ თვეში კი კორექციისთვის დაუდგით გვერდით მომღერალი თასი.
ჩრდილოეთი
წლის 6, თვის 1
სასიკეთო სექტორია პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ცოდნის ასამაღლებლად,დაიწყეთ ახალი კურსები ან გაიარეთ ტრენინგები. კარგია თუ გსურთ პირად ურთიერთობებში გარკვევა და პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევა აქტივატორი: დადგით დეკორატიული ჩანჩქერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია
წყარო: www.zmna.ge