ამერიკელი კინომსახიობი, ანჯელინა ჯოლი ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს ქალად, ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული.
ამჯერად კი ანჯელინა ჯოლის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია. სოციალური ქსელების მომხმარებლების თქმით, ვარსკვლავი საკუთარ თავს აღარ ჰგავს.
ყველაფერი აპრილში დაიწყო და საზოგადოებას არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ჯოლის თვალები და სახის ოვალი არის შეცვლილი.
მსოფლიო მედია წერდა იმაზეც, რომ ჯოლი კამერების წინ თვალებს საერთოდ არ ახამხამებდა.
ასევე წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ ჯოლის მარცხენა თვალი, მარჯვენასთან შედარებით დიდი ჰქონდა.
განიხილავენ, რომ ჯოლი პლასტიკურ ქირურგიაში ზღვარს გადააჭარბა, ნაწილი კი ამბობდა, რომ თითქოს ღონისძიებებს მისი დუბლიორი ესწრებოდა, ასევე იმასაც რომ ჯოლის სახის კუნთების დამბლა გაუმწვავდა.
ნახეთ, ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ აღნიშნა სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან