Digest Logo

🎥 „4 წელი სიყვარული, დაუსრულებელი ბედნიერება და ახლა მთელი ცხოვრება დარჩა“ - კადრები ამსტერდამიდან, სადაც გელა ბარკალაიას შვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

1755586668
სალომე სალაყაია და მათე ბარკალაია

ახალგაზრდა წყვილის, მათე ბარკალაიასა და სალომე სალაყაიას ვიდეომ სრულიად სოციალური ქსელი მოიცვა. როგორც ცნობილია, მათე ბარკალაიას და მის საცოლეს მამამ გრანდიოზული საჩუქარი გაუკეთა. ამბავი იმითაც იყო განსაკუთრებული, რომ საჩუქარი წყვილს ბიზნესმენმა მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გადასცა.

მათე ბარკალაიასა და მისი რჩეულის, სალომე სალაყაიას ნიშნობა, გელა ბარკალაიას მშობლებისა და ბებია-ბაბუის საფლავზე გაიმართა.

„16 აგვისტოს დედაჩემის გარდაცვალების დღეა. სენაკში პატივს ვცემთ მის ხსოვნას“, - წერდა ბიზნესმენი საკუთარ გვერდზე.

თუმცა რამდენიმე თვის უკან, მათე ბარკალაიამ რჩეულს ხელი ამსტერდამში სთხოვა, როგორც სალომე სალაყაიას მიერ გავრცელებული პოსტიდან ხდება ცნობილი, წყვილს 4-წლიანი სიყვარულის ისტორია აქვს.

„4 წელი სიყვარული, დაუსრულებელი ბედნიერება და ახლა მთელი ცხოვრება დარჩა 💘

31.01.25 ამსტერდამი 📍 ძირითადი მოგონება განბლოკილია))

პ.ს. ბოლო სურათზე ბავშვები არიან, რომლებმაც არ იცოდნენ, რომ ეს მარადისობის დასაწყისი იყო“, - წერს სალომე სალაყაია.

ნახეთ კადრები 👇

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Salome Salakaia (@ssalomesalak)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცლის ფერს“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

⭕ „კარგი იქნება სცადონ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ“ - ქეთო თოფურიძე მასზე გავრცელებულ ჭორებზე

⭕„ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე