Digest Logo

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1667592716
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მთელ დღეს იმაზე ფიქრში გაატარებთ, პრინციპულად მოქმედება სჯობს თუ სიფრთხილე. სანამ თქვენ ფიქრობთ, მნიშვნელოვანი დრო და შესაძლებლობა იკარგება, ამიტომ ეცადეთ, გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ.

კურო

მთელ დღეს პესიმისტურ განწყობაზე გაატარებთ. ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება, თქვენს უკმაყოფილების და იმედგაცრუებას იწვევს, ამიტომ თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, ჯობია, რამდენიმე დღით გადადოთ. საეჭვოა თქვენმა პესიმიზმმა და პასიურობამ წარმატებამდე მიგიყვანოთ.

ტყუპები

ეს დღე მოწყენილობისა და უიმედობის ნიშნით ჩაივლის. როგორც არ უნდა ეცადოთ, დაწყებული საქმეების დასრულებას ვერ შეძლებთ, თუმცა არც აპირებთ საქმის დაწყებას. საკუთარ თავში მონდომებას ვერ გრძნობთ, ამიტომ ჯობია, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება რამდენიმე დღით გადადოთ.

კირჩხიბი

კირჩხიბის ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ იგეგმება. მიმდინარე საქმეები მშვიდად, ზედმეტი აურზაურის გარეშე ჩაივლის. წინდახედული კირჩხიბი რისკებისკენ მიდრეკილი არ არის, ამიტომ სიფრთხილეს ამჯობინებს. დიახ, ამ დღეს რევოლუციური მიღწევები არ გექნებათ, მაგრამ უსიამოვნო ამბებისგანაც დაზღვეული ხართ.

ლომი

დილიდან ახალი და საინტერესო საქმის დაწყებას ცდილობთ, მაგრამ სამწუხაროდ, ამის მცირე შანსი გაქვთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ გარშემომყოფებისგან ვიღაც ინიციატივას აიღებს და პასიური მდგომარეობიდან გამოგიყვანთ. ნუ იდარდებთ, ზოგჯერ მოწყენილობაც სასარგებლოა.

ქალწული

ამ დღეს ნებისმიერ განსხვავებულ აზრს მწყობრიდან გამოჰყავხართ და მზად ხართ, ყველა ოპონენტი კონსერვატორად და რეტროგრადად შერაცხოთ. სიჯიუტის გარდა, ქალწულის ასეთ საქციელს ახსნა არ აქვს, თუმცა ის უკან დახევას არ აპირებს და თავის პოზიციას ბოლომდე იცავს.

სასწორები

ამ დღეს სასწორის კისერზე შეჯდომისა და გასეირნების მსურველებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ - მათი ადგილიდან დაძვრა ძალიან რთული იქნება. გადაწყვეტილების მიღებამდე სასწორი იმდენს ფიქრობს და ყოყმანობს, რომ მოთმინება არავის ეყოფა. სავარაუდოდ, მთელი დღე ასეთ ფიქრებში ჩაივლის.

მორიელი

თუ რამეს შეუძლია თქვენი წყობიდან გამოყვანა, ეს რაღაცის შეცვლის საჭიროებაა. დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრებაში ან ურთიერთობებში რადიკალური ცვლილება არაგონივრული და უსარგებლოა, განსაკუთრებით თქვენს გარემოცვაში.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვიდად ჩაივლის. მიმდინარე საქმეებს სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით. ბედი თქვენი სტატუსის განმტკიცების შანსს მოგცემთ. ბედი რომ არ დააფრთხოთ, ერიდეთ ყოველგვარ ექსტრავაგანტურობას. სიტყვებში, ჟესტებსა თუ ჩაცმულობაში უპირატესობა კლასიკურ სტილს მიანიჭეთ და იღბალი თქვენკენ მობრუნდება.

თხის რქა

ამ დღეს ახალი ნაცნობობისთვის განწყობილი არ ხართ და ზოგადად, ყველანაირ სიახლეს სიფრთხილით ეკიდებით. თუ ნაცნობობა ყველაფრის მიუხედავად შედგა, ის განსაკუთრებით ხანგრძლივი და მყარი იქნება. ამ დღეს ნაპოვნი მეგობარი თხის რქისთვის წლების მანძილზე ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი გახდება.

მერწყული

ამ დღეს თავში ბევრი ორიგინალური და სასარგებლო იდეა მოგივათ. ასეთი ხელსაყრელი მომენტი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან ძველი პრობლემის გადაჭრის შესანიშნავი შანსი გაქვთ.

თევზები

ამ დღეს თევზი ფულს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი არ ასესხებს ან ასესხებს ისეთი პირობით, რომ არავინ დათანხმდება. ზოგადად, ფინანსურ საკითხებში თევზები არაფერს თმობენ. ისინი საკუთარ თავსაც კი არ მისცემენ ფულის უყაირათოდ ხარჯვის უფლებას და საოცარ თავშეკავებას იჩენენ. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„შვილებთან მიიჩქაროდი და აეროპორტში მოგისწრო სიკვდილმა, იქ ჩაგავლო კლანჭები“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵„ამ ქართულ სააგენტოებს არ უნდა ენდო... საქმე იქითკენ მიდის, რომ საბოლოოდ ვახო სანაიას დაჰბრალდება ეს ამბავი“ - რას წერს ბექა ყორშია

🔵„ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ისტორიული სამშობლო ასე გავახარე“ - პოლიციელი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა იპოვა, ნახევრად ქართველია