Digest Logo

„5 სექტემბრამდე არავითარი პლასტიკური ოპერაცია, არავითარი ბოტოქსი, არავითარი კბილის ექიმთან მისვლა“ - ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი

1690181640
მიხეილ ცაგარელი

„კარგი კვირაა. დედამიწა გადავიდა პოზიტიურ ენერგოველში“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტს“ განუცხადა და მიმდინარე კვირა შეაფასა.

„ორკვირიანი ცუდი პერიოდი გადავიდა და ხვალიდან უკვე კარგი პერიოდია. იაქტიურეთ, ვისაც გაქვთ ხელშეკრულება დასადები, პროექტები განსახორციელებელი. ამ კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება:

პირველი, მზე გადავიდა ლომის ზოდიაქოში, ერთი თვე ვიქნებით ლომები. მოიმატებს აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენის უნარი. ტაშ-ფანდური, დროს ტარება, ქეიფი. 

ლომს აქვს ნეგატიური რა? - ეგოიზმი, დიქტატორული ელემენტები, ხარჯვის სულსწრაფობა.

მეორე მნიშვნელოვანი მოვლენა, სიყვარულის მმართველი პლანეტა ვენერა, გახდა 5 სექტემბრამდე უკუმავალი ანუ რეტროგრადული.  ახლა რა ხდება, შეიძლება ძველმა სიყვარულმა გაგახსენოთ თავი. შეიძლება ტოქსიკური ურთიერთობა გაქვთ და გინდათ მოიშოროთ ის პიროვნება, ახლა ამისთვის სასიკეთო პერიოდია. გაშორდეთ და მოიშოროთ არასასურველი.

ხოლო არსებულ ურთიერთობებში, მეტი ტაქტი, თავდაჭერა. არა ზედმეტი კამათი.

5 სექტემბრამდე არავითარი პლასტიკური ოპერაცია, არავითარი ბოტოქსი, არავითარი კბილის ექიმთან მისვლა“,- განაცხადა ცაგარელმა.

ასტროლოგის განმარტებით, 25 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე არაფერი ახალი არ უნდა დაგეგმოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებაა ასეთ დროს მათი სახის ყურება“- გიორგი ღოღობერიძე სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს

🔵 „როგორი სილამაზე იყო, ენით აღუწერელი, ბავშვები უკან დავყვებოდით ჯარივით“ - რას წერს ნინჩო ჯიბლაძე მარიკუნა მიქატაძეზე