Digest Logo

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1720296198
7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ეს დღეს მხოლოდ საყვარელ ადამიანებს და საქმიანობას უნდა დაუთმოთ. მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ. ფრთხილად იყავით, ვიღაც ეცდება ცილი დაგწამოთ და ამის საშუალება არ მისცეთ. აკონტროლეთ საკუთარი სურვილები, რომ ის არ გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ინანებთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა გამოიწვიოს.

კურო

კუროსთვის ეს დღე თქვენგან დიდ ძალასა და ენერგიას მოითხოვს. თავის მოტყუებამ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობაში პრობლემები შექმნას. თუ მიტევებას და ადამიანების გაგებას ისწავლით, შეიძლება კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში იმედგაცრუება გელით. ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

ტყუპები

როგორც არ უნდა ცდილობდნენ თქვენს გადაბირებას, ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობაში ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე უნდა შეაფასოთ. მარტოხელა ტყუპებს მნიშვნელოვანი შეხვედრა ელით. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებასა და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

ლომი

ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე სირთულეები გელით. დაწყებული საქმე თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიძლება მოულოდნელად დასრულდეს. ეცადეთ თქვენი ყველა ქმედება წინასწარ დაგეგმოთ - ეს გამოუვალ სიტუაციებს თავიდან აგაცილებთ. ოჯახური ბიუჯეტის არასწორი განაწილების გამო დაწყებული კამათი შეიძლება კონფლიქტში გადაიზარდოს.

ქალწული

თქვენი დაუფიქრებელი სიტყვის ან ქმედების გამო შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა დაიძაბოს. ეცადეთ მცირე გაუგებრობა დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს. მამაკაცებს ბიზნესსაქმიანობაში წარმატება ელით. სავარაუდოდ, ახალ ბიზნესპარტნიორებთან დაწყებული ურთიერთობა მოგებიანი და წარმატებული იქნება. საღამო მოულოდნელობებით სავსეა, ამიტომ ეცადეთ უფრო აქტიური იყოთ და ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფი რეაქცია გამოავლინოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/7-ivlisis-astrologiuri-prognozi-4261

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის ნიშნები, რა დროსაც მშობელმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ექიმს“- ექიმი პედიატრის გაფრთხილება!

🎥 როგორ დავადგინოთ გვაქვს თუ არა ხერხემლის მალთაშუა დისკის დაავადება - როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა და მკურნალობა

„პირველად რომ ფეხბურთის გამო ვიტირე, ეგ ცრემლი ქინქლაძისა იყო“ - გიორგი კეკელიძე ვეტერან ფეხბურთელს დაბადების დღეს ულოცავს