როგორ გავიგოთ, რომ დესტრუქციული ენერგიის მატარებელი ვართ?
ფინანსების მოულოდნელი დაკარგვა, მეგობრების დაკარგვა, ხშირი ავადმყოფობა, უიღბლობა, წარუმატებლობა, ენერგიის დისბალანსი, უძლურება, ხშირი უხასიათობა, ცვალებადი ხასიათი, უძილობა, დეპრესია, აპათია და ა.შ.
შესაძლოა აღმოაჩინოთ უცნაური საგნები სახლში, რომელიც აქამდე არ შეგიმჩნევიათ.
ხშირად გცემთ არასასიამოვნო სუნი, თუმცა ეს სუნი არც თავად აგდით და არც გარშემოა, მაგრამ საიდანღაც მაინც გრძნობთ, ვერ პოულობთ ამ სუნის წყაროს.
ყველა ეს პრობლემა შესაძლოა დესტრუქციული პროგრამებით იყოს გამოწვეული.
თქვენ ხშირად ამჩნევთ, რომ თქვენი ჩვეული ქმედებები მთავრდება მარცხით, უიღბლობამ მოიმატა თქვენს ცხოვრებაში, ხშირად ჯარიმდებით, თქვენს მეორე ნახევართან ხშირად ჩხუბობთ, მოულოდნელად ხდებით ავად.
როგორც ამბობენ, უბედურება მარტო არ მოდის და ერთი მეორეს ემატება, არ გეძლევათ დასვენების საშუალება. რა ახსნა შეიძლება ჰქონდეს თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელ „შავ პერიოდს“? თუ ამ კითხვას დაუსვამთ ჯადოქრებს და ეზოტერიკებს, ისინი გეტყვიან, რომ თქვენ გაგთვალეს ან უფრო ძლიერი დესტრუქციული ენერგიის მატარებელი ხართ.
როგორ გაიგოთ რომ თქვენზე ჯადოა? თქვენ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:
1 - შავი ლაქები , რომლებიც გამუდმებით ციმციმებს ხედვის არეში
ერთ-ერთი გამაფრთხილებელი ნიშანი არის უცნაურად მბჟუტავი მუქი ლაქები რომლებიც თქვენი მხედველობიდან გვერდიდან მოჩანს ან გელანდებათ, რომ ჩრდილები სულ უფრო უცნაურ ფორმებს იღებს. შენს ფეხქვეშ რაღაც სილუეტები დარბიან. ეს ყველაფერი შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენ ჩაგისახლდათ ასტრალური არსი. ეს არსი თქვენი ენერგიით იკვებება და თუ ენერგეტიკა არ განიწმინდეთ , სულ უფრო და უფრო გამოიფიტებით.
2 - უცნაური, უმიზეზო ქავილი.
ნიშანი იმისა, რომ თქვენზე არის ჯადო ან წყევლა , შეიძლება დაკავშირებული იყოს უცნაურ ქავილთან.
ის ძირითადად ღამღამობით იჩენს თავს. კანს კი იქამდე იქავებთ სანამ არ დაიკაწრავთ.
თუ არ აღმოგაჩნდათ ალერგია ,ან კანის სხვა დაავადებები, მაშინ ეს დესტრუქციული პროგრამის სომპტომია და დროულად თუ არ განთავისუფლდით, დრო და დრო მეტად რთული გახდება ამ პროგრამისგან განწმენდა.
3 - შემოსავალი შეგიწყდათ, საგრძნობლად შემცირდა ან ფული გაქრა..
თუ ეზოტერიკთან შეხვედრაზე ახსენებთ, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა უარესობისკენ და ფული სადღაც ქრება, მან დაუყოვნებლივ უნდა შეამოწმოს ბოროტი თვალის და ჯადოს არსებობა. ფული არის პოპულარული შურის მიზეზი, რის გამოც ადამიანები იწყებენ ერთმანეთის სიძულვილს. ზოგიერთი ადამიანი რომელსაც დაბადებიდან მიეცა მაგიური შესაძლებლობები, შეუძლია მსხვერპლს წყევლა ან ჯადო , ან ნებისმიერი დესტრუქციული პროგრამა მხოლოდ ფიქრის ძალით გაუაქტიუროს.
4 - გამწვავებული ქრონიკული დაავადებები, ან ახალი დაავადებები, რაც აქამდე არ გქონდათ.
როდესაც ადამიანები შურით ივსებიან, ისინი არა მარტო უარყოფით ენერგიას აფრქვევენ გარშემო, ასევე ხშირად მიმართავენ შავ მაგიას. ვერ ეგუებიან საკუთარი თავის მიმართ უსამართლობის განცდას. საკუთარ მარცხებს და შედეგად ცდილობენ სხვა ადამიანებიც დააზიანონ.
ერთ-ერთი საშიში მინიშნება იმისა, რომ თქვენზე მაგიური ზემოქმედებაა , ქრონიკული დაავადებების უეცარი გამწვავებაა, ან მოულოდნელი ახალი სერიოზული დაავადება იჩენს თავს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენი იმუნიტეტი და დამცავი ენერგეტიკული ველი დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგიური ზემოქმედებებით კი ხდება ადამიანის ენერგეტიკული ველის, ბუნებრივი დაცვების დესტრუქცია, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს, შედეგად კი ვიღებთ დაავადებებს.
5 - საყვარელი ადამიანების უეცარი დაკარგვა
არავინ არ არის დაცული იმ ფაქტისგან, რომ ხვალ ახლო მეგობრებთან იკამათებს ისე, რომ სამუდამოდ შეწყდება ურთიერთობა, მაგრამ თუ ხშირად ეს ფაქტი ხდება მნიშვნელოვან ადამიანებთან, ეს კიდევ ერთი საშიში მინიშნებაა, რომ თქვენზე ჯადოქრობენ.
შავი მაგია ყოველთვის განსხვავებულად მუშაობს, თუ ჯადომ არ იმოქმედა თქვენს ფინანსებზე და ჯანმრთელობაზე მაშინ შეიძლება ჯადო გაკეთდეს მარტოობაზე.
მაგიის მეშვეობით ახლობლები და მეგობრები სწრაფად გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან, ან დაიჭერენ თქვენგან დისტანციას, შესაძლოა კოლეგებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. ხოლო ძალიან ძლიერი წყევლის შემთხვევაში, თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი შეიძლება მოულოდნელად გარდაიცვალოს.
6 - წარუმატებლობა ცხოვრების ჩვეულ სფეროებში
როგორ გავიგოთ, რომ თქვენზე დესტრუქციული პროგრამაა? დაიწყება მკვეთრი წარუმატებლობები ყოველდღიურ ცხოვრებაში, სადაც აქამდე პრობლემა არ გქონდათ და იყავით წარმატებული. შავი მაგია , თავისი გავლენით მუდმივად აზიანებს ადამიანის ენერგეტიკულ დამცავ ველს, რის გამოც მასში უფრო და უფრო ხშირად შეაღწევს სხვადასხვა ნეგატიური პროგრამები. ხან ტელეფონი დაგივარდათ/გაგიტყდათ, გიფუჭდებათ სამუშაო კომპიუტერი/ლეპტოპი, კარგავთ გასაღებს, ხშირად აგვიანებთ, ხან მანქანას ვერ ქოქავთ, აგვიანებთ ტრანსპორტზე, სამსახურში უფროსებთან კამათობთ. გეხევათ ტანსაცმელი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან ქუჩაში სხვის თვალწინ და ა.შ. პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით მოგადგათ, ეს აშკარა მინიშნებაა იმისა , რომ თქვენ დესტრუქციული პროგრამის მატარებელი ხართ , ამას თუ ემატება ფინანსური პრობლემები და ავადობა, ეს ნიშნავს იმას რომ პროგრამა საკმაოდ ძლიერია...
7 - უცნაური და უცხო საგნები სახლში
ყველა ზემოაღნიშნული მინიშნების გარდა იმისა, რომ თქვენ იმყოფებით დესტრუქციული პროგრამის ზემოქმედების ქვეშ არსებობს ასეთი ნიშნებიც: უცნაური საგნები ბინაში ან კარის ზღურბლზე. როდესაც მაგები შავი მაგიით ცდილობენ ზიანი მოგაყენონ, აკეთებენ საგვარეულო წყევლას, ისინი აძლიერებენ მაგიას განსაკუთრებული ატრიბუტებით.
თუ მოულოდნელად იპოვეთ კედლებში ჩარჩენილ გრძელ ნემსებს და ქინძისთავებს, უცნაური ჩანაწერებს და ქაღალდის ნარჩენებს, სადღაც დამალულ ადგილას შეიძლება იპოვოთ რამე ძალიან მცირე ზომის ტომარა, შეიძლება მიწით სავსე ტომარაც კი, ხშირ შემთხვევაში სასაფლაოს მიწაა გამოყენებული, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენს სახლში ჩადებულია ეგრეთ წოდებული ჩადებული ჯადო.
მისი გადაგდებით ან დაწვით თავს ვერ დაიხსნით ჯადოსგან, საჭიროა ეს ატრიბუტი განეიტრალდეს პროფესიონალისგან ხოლო სახლს და ოჯახის წევრებს ჩაუტარდეს ენერგეტიკული წმენდა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთი ან რამდენიმე გაწუხებთ, მომმართეთ დიაგნოსტიკისთვის. შედეგად გაერკვევით თუ რა დესტრუქციული პროგრამის მატარებელი ხართ და როგორ გათავისუფლდეთ ამ ნეგატივისგან.

ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„მათი ძალა აღარ არის დამოკიდებული ფულზე, თავდაჯერება სხვების აზრზე“ - რას წერს ლევან მათითაშვილი
⭕რატომ გახშირდა დეპრესია? - თანამედროვე სამყაროს უხილავი გამოწვევა
წყარო: www.facebook.com