ადამიანს ყველაზე მეტად მადლიერება აკლია.
ჩვენ ვფიქრობთ ხოლმე, რომ ბედნიერებისთვის კიდევ რაღაც გვჭირდება მეტი და მეტი ფული, მეტი სიყვარული, მეტი წარმატება, მეტი ჯანმრთელობა, მეტი აღიარება. ამ „მეტის“ ძიებაში კი გვავიწყდება ის, რაც უკვე გვაქვს.
სწორედ აქ იბადება შინაგანი სიცარიელე, რომელიც გტანჯავს.
როცა ყურადღება მუდმივად დანაკლისისკენ არის მიმართული, გონება მხოლოდ იმას ხედავს, რაც აკლია. ასე იბადება შფოთვა, სევდა, შიში და განცდა, თითქოს ცხოვრება არასოდეს არის საკმარისი.
მადლიერება კი ამ მდგომარეობას სრულიად ცვლის.
მადლიერება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტკივილი არ არსებობს. მადლიერება ნიშნავს, რომ ტკივილის არსებობის მიუხედავად, მაინც ხედავ ღვთის მადლს, რომელიც ყოველ დღეს თან ახლავს.
როდესაც ყოველდღე მადლიერებით იწყებ ცხოვრებას, შენი ცნობიერება ნელ-ნელა სიუხვის აღქმაზე გადადის.
ქრისტიანულ ტრადიციაშიც მადლიერებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მადლიერება ღმერთთან კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოხატულებაა. მადლიერი გული აღარ ეკითხება ღმერთს „რატომ არ მაქვსო? , არამედ ამბობს რომ „გმადლობ იმისთვის, რაც მომეციო".
თუ ყოველდღე იმაზე ფიქრობ, რა გაკლია, რას ვერ მიაღწიე, ვინ გაწყენინა, რატომ არ გამართლდა, შენი ენერგიაც სწორედ დანაკლისის სიხშირეზე იწყებს ვიბრირებას. ასე იქმნება შფოთვა, შინაგანი სიღარიბე და განცდა, რომ ბედნიერება სადღაც მომავალშია.
ხშირად ადამიანები ღმერთს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა რაღაც აკლიათ. მაგრამ მადლიერი გული ღმერთს მაშინაც მადლობას უხდის, როცა ჯერ კიდევ ვერ ხედავს პასუხს. სწორედ ეს ნდობა ხსნის ახალ კარს.
მადლიერება არის ხიდი ადამიანსა და ღვთის მადლს შორის. და რაც უფრო მეტად მადლიერი ხარ, მით უფრო ფართოვდება შენი გული, მით უფრო მშვიდდება გონება და მით უფრო ბუნებრივად შემოდის შენს ცხოვრებაში ის, რასაც ადრე ძალდატანებით ეძებდი.
ზოგი ადამიანი ამბობს მადლობას გონებით მაგრამ გულში არ გრძნობს ამ მადლიერებას. თუ მხოლოდ სიტყვით ამბობ მაგრამ შიგნით მაინც უკმაყოფილო ხარ, შენი სიხშირე არ შეიცვლება მხოლოდ იმიტომ რომ ამ სიტყვას ამბობ. მადლიერება არ არის როლის თამაში ის გულის გახსნაა.
მადლიერება ღვთიური სიხშირეა..
თუ მადლობა გონებიდან მოდის ის უბრალოდ სიტყვად რჩება.
თუ მადლობა გულიდან მოდის ის ლოცვაა.
ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„მე და ორი რეზო...“ - ქეთი წიქვაძე ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს
⭕„ჩემი ემა ბებო...“ - მარიამ ელიეშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს