Digest Logo

7 ნიშანი იმისა, რომ წყევლა ან ჯადო გაქვთ

1773754995
ჯადოჯადოჯადო

ზოგჯერ, ცუდად ყოფნის მიზეზი ბანალური დაღლილობაში ან სტრესშია, მაგრამ თუ უსიამოვნებები ერთმანეთზე მიწყობილად ხდება და თან უცნაური სიმპტომები ახლავს, შესაძლოა, რომ ნეგატიური ენერგეტიკის გავლენის ქვეშ იყოთ.

ასეთ დროს, ადამიანს აქვს განცდა, რომ მის გარშემო ყველაფერი ინგრევა: გეგმები ვერ სრულდება, ჯანმრთელობა ირყევა, განწყობა ეცემა - თითქოს მთელი სამყარო ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ყველაფერი, უბრალო გადაღლისა და სტრესის გარდა, შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ თქვენმა ფარულმა არაკეთილმოსურნეებმა და მტრებმა გაგთვალეს, დაგწყევლეს ან ჯადო გაგიკეთეს.

უნდა აღინიშნოს, რომ გათვალვა წინასწარი განზრახვის გარეშე ხდება. ამისათვის საკმარისია სხვისი მხრიდან შურიც კი. ჯადო - მიზანმიმართული ქმედებაა, რომელიც ბნელი ენერგეტიკის გამოყენებით ახდენს თქვენი ცხოვრების დანგრევას. ხოლო წყევლა - ნეგატიური პროგრამის ყველაზე მძიმე და ძლიერი ფორმაა, რომელიც ზემოქმედებს ბედისწერაზე და წლების მანძილზე გადაეცემა.

წარმოგიდგენთ 7 ნიშანს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, თავი უნდა დაიცვათ და სიფრთხილე გამოიჩინოთ:

1. წარუმატებლობების მოულოდნელი და მასობრივად გაჩენა

თუ ატყობთ, რომ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს - კარგავთ ფულს, მნიშვნელოვანი შეხვედრები უქმდება, შესაძლებლობები ხელიდან გეცლებათ - პირველ ეტაპზე შეიძლება იფიქროთ, რომ ასეთი რამ ნორმალურია და ყველას შეიძლება დაემართოს, თუმცა, მსგავსი მდგომარეობა თვეობით გრძელდება და ლოგიკური ახსნა არ გააჩნია, ეს ნამდვილად საგანგაშოა.

რატომ ხდება ასე?

ენერგეტიკული ნეგატივი ბლოკავს წარმატებას, რის გამოც, თქვენი ნებისმიერი მცდელობა ფაქტობრივად უშედეგო ხდება. დიდი ძალისხმევის დროსაც კი, შედეგი ნულოვანია. მცირე შეცდომები კი უდიდეს პრობლემებს იწვევს.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ გადახედეთ საკუთარ გარემოცვას: შესაძლოა მათში აღმოაჩინოთ შურიანი ადამიანი.
✔ ჩაიტარეთ ენერგეტიკული წმენდა: აბაზანაში მარილის ჩაყრით, ლოცვით, სანთლის დანთებით.
✔ ყოველდღიურობად აქციეთ მადლიერების პრაქტიკა: ის დაგეხმარებათ პოზიტივის ნაკადის დაბრუნებაში.

2. მუდმივი დაღლილობა და აპათია

თუ სრულფასოვნად გძინავთ, მაგრამ დილით მაინც უენერგიოდ იღვიძებთ და ჩვეული საქმის კეთებისას ძალიან იღლებით ან ჰობიც კი აღარ გახარებთ, ხოლო გონება დაბინდული გაქვთ და აზროვნებაც გიჭირთ - ესეც საგანგაშო სიგნალია და ჯადოს ჰგავს.

რატომ ხდება ასე?

ჯადო და ავი თვალი მოქმედებს როგორც ენერგეტიკული ბლოკები. თქვენ კარგავთ ენერგიას და ძალას სრულიად უმიზეზოდ, ხოლო დასვენება და ძილი არ გშველით. ყველაზე ხშირად, ამ მდგომარეობას თან ახლავს გაღიზიანება ან გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის განცდა.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ მიიღეთ კონტრასტული შხაპი დილით და საღამოს: ეს დაგეხმარებათ ენერგეტიკული ნაგვისგან გაწმენდაში.
✔ იკონტაქტეთ ახალ, გულწრფელ ადამიანებთან: ამის შემდეგ, თავს დაცარიელებულად აღარ იგრძნობთ.
✔ ჩაატარეთ ძალების და ენერგიის აღმდგენი მედიტაცია: მოახდინეთ თქვენი გარე სამყაროს ვიზუალიზაცია.

3. ავადმყოფობა დიაგნოზის გარეშე

რეგულარული თავის ტკივილები, წნევის თამაში, სისუსტე, სახსრების და მუცლის ტკივილი, რომელთა გამომწვევ მიზეზებს ექიმები ვერ ადგენენ. ანალიზები ნორმაში გაქვთ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება.

რატომ ხდება ასე:

ნეგატიური პროგრამები გავლენას ახდენენ ენერგეტიკულ ველზე, შემდეგ კი სხეულზე. ირღვევა ძილი, სუსტდება იმუნიტეტი და მწვავდება ქრონიკული დაავადებები.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ ექიმების პარალელურად, დაკავდით სულიერი ჰიგიენით: წაიკითხეთ ლოცვები და ჩაიტარეთ სუნთქვის პრაქტიკები.
✔ გაიკეთეთ ზღვის მარილის და მცენარეული აბაზანები: გამოიყენეთ მენთოლი, სალბი, ლავანდა
✔ გამოიყენეთ დამცავი აქსესუარები: წითელი ძაფის ხელსაბამი, ჯვარი, ამულეტი და ა.შ. 

4. ცუდი სიზმრების ნახვა

ასეთ დროს, ადამიანს ხშირად ესიზმრება ჭაობი, სასაფლაო, გველი, სიბნელე და შემდეგ იღვიძებს შეშინებული, დაძაბული და გონებადამძიმებული. ეს ყველაფერი, ქცევნობიერის მიერ გამოგზავნილი სიგნალებია.

რატომ ხდება ასე:

სიზმრები — ენერგეტიკის ანარეკლია. როცა რეალურ ცხოვრებაში ჩნდება ნეგატიური პროგრამა, ქვეცნობიერი რეაგირებს და სიგნალებს აგზავნის სიზმრებში გამოცხადებული სხვადასხვა ფორმით.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ ძილის წინ დაანთეთ სანთელი და თქვით: «ყველაფერი ცუდი და უცხო მომშორდეს!».
✔ საწოლის თავთან დაიდეთ წყლით სავსე ჭიქა და დილით გარეთ გადაღვარეთ.
✔ წაიკითხეთ დამცავი ლოცვები დაძინებამდე.

5. ყველაფერი იმტვრევა გარშემო

თუ სახლში დაიწყო ელექტრომოწყობილობების წყობიდან გამოსვლა, იხევა ან ტყდება ნივთები, საჭმელი იწვება მომზადებისას და ამის არავითარი მიზეზი არ არსებობს - ყველაფერი ეს, შეიძლება იყოს ენერგეტიკული ნეგატივის ინდიკატორი.

რატომ ხდება ასე:

გარემო სხეულზე სწრაფად რეაგირებს ნეგატივზე. ელექტრონიკა, მცენარეები, ცხოველები - მყისიერად გრძნობენ ენერგეტიკას. თუ სახლში ჯადოა, ტექნიკა ფუჭდება, ნათურები იწვება და ყვავილები ჭკნება.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ ჩაატარეთ გენ.დასუფთავება მარილიანი წყლით: გამოწმინდეთ ყველა კუთხე-კუნჭული.
✔ გაანიავეთ სახლი და ყველა ოთახში აანთეთ სანთელი.
✔ გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან: ისინი მხოლოდ იზიდავენ ნეგატივს. 

6. შეგრძნება თითქოს მუდმივად ვიღაც გიყურებთ

ქუჩაში სიარულისას შფოთვა თუ გეწყებათ და გეჩვენებათ, რომ გითვალთვალებენ და ზოგჯერ სახლშიც კი იმის შიში გიპყრობთ, თითქოს ვინმე უცხო იმყოფება და იმალება - ეს სერიოზული ნიშანია.

რატომ ხდება ასე:

მსგავსი შეგრძნებები — ენერგეტიკული ზეწოლის ნიშანია. ზოგჯერ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაც მუდმივად ფიქრობს თქვენზე ცუდად, ნეგატიურად ან მაგიას იყენებს თქვენს წინააღმდეგ.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ შფოთვის დაწყებისას ხელები და სახე დაიბანეთ ცივი წყლით.
✔ ატარეთ დამცავი ნივთები: ჯვარი, თილისმა-ქვა, ვერცხლის ბეჭედი და ა.შ.
✔ გაიკეთეთ «ენერგობრონი»: წარმოიდგინეთ ხოლმე, რომ ოქროს ჯავშანი ან დამცავი გარსი გაქვთ. 

7. გარემოცვის რადიკალური და მოულოდნელი ცვლილება

თუ მეგობრები გშორდებიან და მათ ნაცვლად თქვენს სიახლოვეს ტოქსიკური ადამიანები ჩნდებიან, ოჯახში კონფლიქტი ღვივდება და სულ უფრო ხშირად ხდება, სამსახურში ხელის შემშლელი ფაქტორები და კოლეგების მხრიდან მუხანათური ქცევა ხშირდება, რაც მანამდე არ ხდებოდა - ესეც სიგნალია.

რატომ ხდება ასე:

ნეგატივი იზიდავს ნეგატივს. როცა ადამიანს ჯადოს უკეთებენ, მისი ენერგეტიკული ველი სუსტდება და ის მოწყვლადი ხდება ტოქსიკური და ბოროტი ადამიანებისთვის.

რა უნდა გაკეთდეს:

✔ მინიმუმამდე დაიყვანეთ მათთან კონტაქტი, ვინც გაღიზიანებთ ან დანაშაულის გრძნობას გიჩენთ.
✔ შეადგინეთ «თქვენიანების» სია, რომლებიც სითბოს, ყურადღებას და სიყვარულს გჩუქნიან და ეცადეთ მათ კიდევ უფრო დაუახლოვდეთ.
✔ ჩაატარეთ სივრცის და ურთიერთობების გაწმენდის პრაქტიკა ლოცვებით, სანთლის დანთებით და მადლიერების გამოხატვით.

თუ რომელიმე ნიშანი გეცნოთ:

სახლის გენერალური დასუფთავება: გამოიყენეთ სანთლები, მარილი, წყალი, ლოცვები;

დამცავი პრაქტიკები: აფირმაციები, ამულეტები, საკუთარი სურვიელბის და სამყაროს ვიზუალიზაცია;

საკუთარ ფსიქიკაზე: ნეგატიური ენერგეტიკა, იქნება ეს ავი თვალი, წყევლა თუ ჯადო, ყველაზე მეტად მოქმედებს სუსტ წერტილებზე, ამიტომ, გაიმყარეთ რწმენა და თავდაჯერებულობა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

სტარტაპფობია და ახალი საქმის დაწყების მძაფრი შიში - როგორ დავიწყოთ ბიზნესი და ვაჯობოთ ჩვენივე შიშს? მაგდა კოტრიკაძის განმარტება

🎥 „აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ“ - თამარ მემანიშვილი

„გულს ნუ იჩვილებ, თავს ნუ იმართლებ, აღიარე შენი შეცდომები საკუთარ თავთან, დაუძლეველი მხოლოდ სიკვდილია“ - გია ჯაჯანიძე

წყარო: horoskopi.ge