„8.8 პორტალი - სიუხვის კარიბჭე იხსნება. ღრმად ჩაისუნთქე… გრძნობ ამ დღის ენერგიას? დღეს კარგი დროა იმისთვის, რომ გაათავისუფლო ის, რაც გაკავებს და საკუთარ თავს მისცე უფლება, უფრო დიდი შესაძლებლობებისთვის გაიხსნა“, - აღნიშნულ საკითხზე პოსტს მინეროლოგი და ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი გვიზიარებს:
„🌟 დღევანდელი აფირმაციები:
💰 მე სიუხვის მაგნიტი ვარ. ფული, შესაძლებლობები და სიყვარული მარტივად შემოდის ჩემს ცხოვრებაში.
🛡️ მე დაცული ვარ. ყველაფერი, რაც ჩემი არ არის, მშვიდად მიდის. ყველაფერი, რაც ჩემთვისაა განკუთვნილი, ჩემკენ მოდის.
❤️ მე ვიმსახურებ ნამდვილ სიყვარულს. იმის გარეშე, რომ საკუთარი თავის შეცვლა ან ვინმესთვის რაიმეს დამტკიცება დამჭირდეს. უბრალოდ ისეთი, როგორიც ვარ.
✨ მე ვიღებ იმაზე მეტს, ვიდრე ვითხოვ. 8.8-ის სიმბოლური ენერგია აძლიერებს ჩემს განზრახვებს.
🦁 მე ვირჩევ, ვიბრწყინო. შიშის, თავის მართლებისა და უკან დახევის გარეშე.
💫 შეეხე გულს და 3-ჯერ თქვი: „მადლობა სიყვარულისთვის, დაცვისთვის და სიუხვისთვის. მე მზად ვარ, ეს ყველაფერი ახლა მივიღო“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გადაანაწილეთ საქმეები და მიეცით სხვებს თქვენი მხარდაჭერის საშუალება...“ - 8 აგვისტოს ენერგიები