⚠️ 9-17 ივლისის შუალედში მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავეთ!
13 ივლისს ცაზე საკმაოდ დაძაბული ასპექტის - ვენერასა და ურანის კვადრატის პიკი იქნება. ამასთანავე ამ ასტრომოვლენას ძალიან ვერაგული ფონი აქვს: ორივე პლანეტის მმართველი, მერკური, ახლა კირჩხიბის ემოციურ ნიშანში რეტროგრადულად მოძრაობს.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი შინაგანი დაძაბულობა პიკს აღწევს, მოთმინების ფიალა ივსება და განხეთქილებისკენ მიდრეკილები ვხდებით.
როგორ უნდა გავიაროთ ეს პერიოდი უსაფრთხოდ?
17 ივლისამდე დაიმახსოვრეთ 3 მთავარი წესი:
💔 1. არ დაანგრიოთ ურთიერთობები ვენერა ქალწულში ზედმეტად მომთხოვნს გვხდის და პარტნიორის ნაკლოვანებებს კრიტიკულად აღვიქვამთ. რეტროგრადული მერკური კი ძველ წყენებს გაგვახსენებს. თუ ამ დღეებში დაშორების, ყველაფრის მიტოვების ან სკანდალის მოწყობის ძლიერი სურვილი გაგიჩნდათ - უბრალოდ გაჩერდით. ემოციები გადაივლის და 17 ივლისის შემდეგ სიტუაციას სულ სხვა თვალით შეხედავთ.
✂️ 2. დაივიწყეთ გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები ამ დღეებში შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ თმა რადიკალურად მოკლედ უნდა შეიჭრათ, ფერი შეიცვალოთ ან გარეგნობაში რაღაც ახალი სცადოთ. ეს არ გააკეთოთ! ურანის დაძაბულობისა და რეტრო-მერკურის ფონზე, სპონტანური ექსპერიმენტების შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩებით.
🛍️ 3. ფრთხილად ფინანსებთან და ტექნიკასთან ვენერა ფინანსებსაც მართავს და ურანთან მისი დაძაბული კვადრატი მოულოდნელ და დაუფიქრებელ ხარჯებს იწვევს. მოერიდეთ იმპულსურ შოპინგს და არ დააბანდოთ ფული სპონტანურ იდეებში.
ამასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ, რომ ტექნიკასა და კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა - მერკური ახლა რეტროგრადულ მოძრაობაშია. ამიტომ, ამ დღეებში განსაკუთრებით საშიშია ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა გაჯეტების შეძენა - დიდი ალბათობით, მალევე გაფუჭდება ან ქარხნული წუნი აღმოაჩნდება. თუ ამ დღეებში ძველი ემოციები მოგაწვებათ, უბრალოდ დამშვიდდით და მოვლენებს დააკვირდით. ახლა შინაგანი წესრიგი და წინდახედულობა ყველაზე მთავარია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕კარმული პორტალი იხსნება: დღე, როდესაც წარსული პასუხებს გვიბრუნებს - ასტროლოგი 9 ივლისის ენერგიებზე