Digest Logo

„9 ივნისს კოსმოსში იხსნება ფინანსური, მენტალური და სოციალური ტრიუმფის უიშვიათესი კარიბჭე!“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1780651865
ომნია ომნია

9 ივნისს კოსმოსში იხსნება ფინანსური, მენტალური და სოციალური ტრიუმფის უიშვიათესი კარიბჭე! ასტროლოგიის ორი მთავარი კეთილისმყოფელი პლანეტა: ვენერა და იუპიტერი 12 წელიწადში მხოლოდ ერთხელ ზუსტად უერთდებიან ერთმანეთს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში!

ეს შეერთება ხდება კირჩხიბის ნიშნის იმ უმძლავრეს ზონაში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ცხოვრების ფუნდამენტზე, უსაფრთხოებაზე, ემოციურ საყრდენზე, ოჯახზე, მაგრამ რაც ყველაზე პრინციპულია: ეს ზუსტი წერტილი მოქცეულია კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, პროციონის უშუალო გავლენის ველში!

✋ პროციონი სახელწოდება, (ბერძნულიდან Prokyon პირდაპირ ითარგმნება, როგორც „ძაღლამდე“ ან „ძაღლის წინ“). ცის კაბადონზე ის ყოველთვის სირიუსზე (დიდი ქოფაკის ვარსკვლავზე) ცოტა უფრო ადრე ამოდის. ის არის მაცნე, გზის გამკაფავი, რომელიც სამყაროს აუწყებს უმძლავრესი ძალის 🫴 სირიუსის მოახლოებას( ამ ამბავზე მომდევნო პერიოდში მოგიყვები).

არის ელვისებური წარმატების, ფენომენალური გონებრივი სიმტკიცისა და მომენტალური რეაგირების სიმბოლოზაცია. მას შემოაქვს მერკურისა და მარსის სინთეზი, რაც ნიშნავს: ნებისმიერი კრიზისი და გაურკვევლობა ახლა წამებში შეიძლება შემოაბრუნო შენს სასარგებლოდ და მატერიალურ ყველაზე ძვირფას რესურსად - ოქროდ აქციო!

🔥 ამ გენიალურ კოსმიურ ფერხულს, ზუსტად 9 ივნისს კიდევ ერთი უძველესი მისტიკური ამბავი ემატება, ქალღმერთ ვესტას დღესასწაული!

ვესტა რომაული პანთეონის კერიისა და წმინდა ცეცხლის ქალღმერთია, ოჯახის უზენაესი მფარველი. ძველ რომში ამ დღეს დაოჯახებული ქალები ტაძარში საკუთარი ხელით მომზადებული ძღვენით მიდიოდნენ. დღესასწაულის შემდეგ ტაძარს საფუძვლიანად წმენდდნენ, რეცხავდნენ და ხელახლა აღებდნენ, ეს იყო სრული მენტალური და ფიზიკური გადატვირთვა!

კერძო სახლებში ვესტას სწორედ სახლის შესასვლელი ეკუთვნოდა და სწორედ აქედან მოდის სიტყვა „ვესტიბული“. ვესტა გვეუბნება: „შენი სოციალური თუ სხვა გარე წარმატება, ბედნიერება იწყება შენი შინაგანი კერიის სიწმინდიდან, სისუფთავიდან !“

🚨 ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ ამ დღეს აღიქვამ, როგორც „ჯადოსნურ ღილაკს“, სადაც სამყარო საჩუქრებს უფასოდ ჩამოგირიგებს. პროციონი ვერ იტანს სიზანტეს, ხოლო იუპიტერი აძლიერებს როგორც შენს შესაძლებლობებს, ისე შენს შეცდომებს. თუ ამ პერიოდში ილუზიებს მიეცემი, შანსი ისევე სწრაფად გაქრება, როგორც გაჩნდა. ამიტომ, ამ უზარმაზარი ენერგიის მართვას სჭირდება გონების ზუსტი და მჭრელი ინსტრუმენტები.

🎯 პრაქტიკული ინსტრუმენტები 9 ივნისისთვის: ქალბატონებო, ჩართეთ ვესტასა და კირჩხიბის არქეტიპი, საფუძვლიანად დაასუფთავეთ თქვენი სახლი, თქვენი კერა. მოაშორეთ ძველი, ენერგეტიკულად დამძიმებული ნივთები ( გაბზარული, გატეხილი, დაზიანებული).

შემოატარეთ სანთელი სივრცეს, დააწყვეთ სუფრაზე ტკბილეული და ხილი. საღამოს კი აღნიშნეთ ეს დღე თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად. ამით თქვენს ცხოვრებაში ააქტიურებთ ვენერა-იუპიტერის ფინანსურ და ემოციურ სიუხვის კოდს!

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 აფრთხობს თუ არა გველს რეზინისა და გოგირდის სუნი? - მითები და რეალობა! რჩევები ჰერპეტოლოგისგან

🎥 „გულს და სულს რომ წვდება ისეთია, დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - ქეთი ჩხაიძის დუეტს შვილთან დიდი გამოხმაურება მოჰყვა

„გვიან ჭამა არ ასუქებს! წონის კლებას და მატებას უნდა ებრძოლოთ კვებით და არა წამლებით“ - მამუკა რაშოიანი