Digest Logo

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1741464443
9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თუ არ იჩქარებთ, ამ დღეს საქმეების დაწყება მარტივად გამოგივათ და იღბალიც თქვენს მხარეს იქნება. პრობლემების სწრაფად გადაჭრას ნუ ეცდებით - უმჯობესია, ყველაფერი წინასწარ დაგეგმოთ. ყურადღება არ მოადუნოთ, რომ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა არ გამოგრჩეთ. არსებობს შანსი, რომ ძველი, დაკარგული ნივთი იპოვოთ. მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება ურთიერთობებში მცირე პრობლემები ან დანაკარგები გამოიწვიოს.

რჩევა: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს.

კურო

მშვიდი და გაწონასწორებული დღეა. შესაძლოა, სასიამოვნოსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს, საეჭვო ნაცნობებს და ყველაფერს, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. თუ სიფრთხილეს და მიზანდასახულობას გამოიჩენთ, დღემ სასიამოვნოდ და უპრობლემოდ ჩაიაროს.

რჩევა: ფრთხილად - დიდი ფულის ადვილად შოვნის სურვილმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ.

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული, წინააღმდეგობრივი დღეა, როცა იღბალი და მცირე სირთულეები ერთმანეთს ენაცვლება. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს და არავის მისცეთ დაპირება, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. კარგი დროა ურთიერთობისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გახსოვდეთ რომ ცხოვრება ომია და თუ გამარჯვება გსურთ, მხოლოდ წინ უნდა იაროთ.

რჩევა: ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.

კირჩხიბი

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ დაგაბნიოთ. მთავარია, პანიკაში არ ჩავარდეთ და პრობლემა მშვიდად განიხილოთ. ახლობლებთან ურთიერთობა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი ოჯახთან ერთად გაატარეთ. ბავშვებთან ურთიერთობა ენერგიით აგავსებთ.

რჩევა: ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და საყვარელი ადამიანების რჩევები გაითვალისწინოთ.

ლომი

დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. იღბალი როგორც შემოქმედებით, ისე პირად საქმეებში თქვენს მხარესაა, თუმცა გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შესაძლოა, ურთიერთობებში სირთულეები შეგიქმნათ.

რჩევა: ეცადეთ, პირად ცხოვრებაში დიდსულოვნება გამოიჩინოთ და წყენა დაივიწყოთ.

ქალწული

თუ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ ზედმეტად კრიტიკული არ იქნებით, ეს დღე ნაყოფიერი გამოდგება. გამორიცხული არ არის, რომ სასურველსა და სავალდებულოს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ. პლანეტები გირჩევენ, რომ დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ.

რჩევა: გაზრდილია ინფექციური დაავადების რისკი, ამიტომ ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

სასწორი

ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლოა, მცირე გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ მათი მოგვარება არ გაგიჭირდებათ. დაუსრულებელი საქმე მძიმე ტვირთს ჰგავს, რომელიც წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ ამ ტვირთისგან რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეთ.

რჩევა: ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება ყველა კითხვაზე პასუხი იპოვოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/9-martis-astrologiuri-prognozi-4705

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„აირჩიეთ ის, რაც გაკმაყოფილებთ და არა ის, რასაც საზოგადოება გკარნახობთ, იყავით თავისუფალი“ - თათა გიორგობიანი ქალებს 8 მარტს ულოცავს

„დღეს მისი გარდაცვალების დღეა“ - ლაშა ღლონტი გოგი დოლიძეს იხსენებს

„8 მარტს გილოცავთ“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს