ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც იისფერ რასაზე, ინდიგო ბავშვებსა და მერწყულის ეპოქაზე საუბრობს.
მისი თქმით, ახლა გავდივართ ,,კალი იუგის“ მძიმე პერიოდს, რაც თითქმის გათანაბრებულია ქრისტიანულ ბოლო ჟამთან:
„იისფერი რასა, ინდიგო ბავშვები, მერწყულის ეპოქა, კალი იუგა/ბოლო ჟამი და სრული აპოკალიფსური პროცესები.
თავშივე ვიტყვი, რომ „რასა“ არ ეხება ბიოლოგიურ ჩარჩოს, სისხლს ან გენეტიკურ კოდს, ესაა ცნობიერების საფეხური, სხვადასხვა ეპოქაში ხალხისგან შემოტანილი ცოდნები და სულიერი პოტენციალი. დროითი მენტალიტეტი - შეგვიძლია ასე დავარქვათ.
რასობრივი იდეა XIX საუკუნეში გაჩნდა, უფრო ეზოტერულ ტრადიციებში, რაც გვასწავლის იმას, რომ დედამიწაზე კაცობრიობის პროცესები ტალღობრივად, პერიოდულად ვითარდებოდა და რომ ყოველ ეპოქას თავისი ხიბლი და დადებითი ნიშა გააჩნია.
მაგალითად, სხეულისა და ქვეცნობიერის პირველი სერიოზული კავშირი ,,ლემურიული“ რასის დროს გაჩნდა, როდესაც კოლექტიური ცნობიერება დაეპატრონა ბუნების ძალებს, ეს სოციუმი გადაწყვეტილებებსაც ერთიანად იღებდა.
ლემურიული რასისთვის ძლიერი ეგო და ამპარტავნობა შედარებით უცხო იყო, ვიდრე ატლანტებისთვის.
ატლანტიდის მკვიდრნი ფლობდნენ მძლავრ ტექნოლოგიურ უნარებს, ჰქონდათ მაღალი მოთხოვნები, ეგოცენტრული მიდგომების გამო დაკარგეს სამყაროსთან და ღმერთთან ბალანსი, დამკვიდრდა შავმაგიური პოტენციალის გაბნევა და გარემოების უკანონო მითვისება, რასაც მოჰყვა მათი საბოლოო დესტრუქცია.
ეზოტერულ ლიტერატურაში ვიცით, რომ პლანეტებს აქვთ თავისი ვიბრაცია, ანუ ენერგეტიკული პულსი, გულის ცემა, შესაბამისად, როცა ადამიანი აზიანებს გარემოს, ასეთ დროს ყოველ ეტაპზე დედამიწას უჩნდება კაცობრიობისადმი მოთხოვნა, თითოეულ ეპოქას თავისი ამოცანები გააჩნია.
2003 წლიდან წამოვიდა იისფერი რასის პირველადი შტრიხები. იისფერი, როგორც ტონალობა დაკავშირებული მაღალ სულიერ ატმოსფეროსთან. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფერია ჰუმანური თვისებების წარმოჩენისთვის.
დღევანდელი XXI საუკუნე იმითაც გამოირჩევა, რომ დედამიწა დადგა კაცობრიული მოვლენის წინაშე, ანუ თევზების თანავარსკვლავედის 2000 წლიანი ხანა დასრულდა, ხოლო დაიწყო ახალი მერწყულის თანავარსკვლავედის დროება.
ასეთ ზოდიაქურ გადასვლას მოჰყვა გარემოში ენერგოტონუსის მკვეთრი მატება. თევზები გაცილებით სტატიკური და ნელი ნიშანია, ვიდრე მერწყული. დროც აჩქარდა!
წელთა მატება კაცობრიობას ავალდებულებს საწყისთან დაბრუნებას, ანუ ღმერთთან შეერთებას, ხოლო კაცობრიობა პირიქით მას სცილდება. ასეთი დისონანსი წარმოშობს მრუდე რეალობას და თქვენც ხედავთ ე.წ. „შუმანის შკალას“, ეს ის შუმანის შკალაა, რომელიც დედამიწის ზედაპირსა და იონოსფეროს შორის არსებული ელექტრომაგნიტური ტალღების ბუნებრივი რეზონანსის დამთვლელია - თუ რა დღეშია, ლამისაა მოწყდეს თავის ღერძს, რაც დასტურია იმისა, რომ კოსმოსური გარემო ითხოვს მეტ სულიერ და ჰუმანურ მიდგომებს.
ადამიანები კი უბრალოდ ვერ ასრულებენ ამ ამოცანებს და შესაბამისად მრავლდება სხვადასხვაგვარი ფსიქიკური დაავადებები.
იისფერ რასაში და ზოგადად ამ მერწყულის ეპოქაში იქნებიან ინდიგო ბავშვები და ძალიან ბევრია დღეს ასეთი. ვინ არიან ინდიგო ბავშვები? ეს საკმაოდ კრეატიული აზროვნების, მგრძნობიარე, რეფორმატორი, მცოდნე თაობაა, რომელთა მისიაც ძველის ნგრევა და ახლის შენებაა.
ეს თაობა აბსოლუტურად ახალი ღირებულებების მატარებელი იქნება, რომლებსაც სჭირდებათ ხელშეწყობა პოტენციალის სრულად გამოვლენისთვის. ახლა, მოდით ვნახოთ რას ითხოვდა თევზების ეპოქა და რას ითხოვს მერწყულის:
თევზები - ეს მუტაბელური ფენის წყლის სტიქიაა. მორალურად კეთილშობილი, მგრძნობიარე, თავგანწირული, ბრძენი, ღვთიური ნიშანია, რომელიც უპირობო სიყვარულს და უზენაესთან ერთობას ითხოვს.
ჩვენ დავინახეთ, რომ თვით ერთადერთი ღმერთი, ქრისტე ღმერთის სახით განკაცდა მიწაზე თევზების ეპოქაში და ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ მიეღოთ მისი რჩევები და დამკვიდრებულიყო ერთი რელიგია, საზოგადოებამ დაიწყო ახალი რელიგიების და მრწამის მოგონება, ომები ამ ყველაფრის გამო და საბოლოოდ თევზების ნიშანი 2000 წლის მანძილზე ამოტრიალებული ხაზით განვითარდა.
ისე გამოდის, რომ კაცობრიობის დიდმა ნაწილმა ვერ ჩააბარა წინა მასალა, ხოლო ახალ კლასში გადასვლა რთული იქნება, რადგანაც ფესვი, როგორც უპირობო სიყვარული და ქრისტესმიერი დარიგებანი გაბნეულია. უსიყვარულო გარემოში კი რეალურ განვითარებაზე საუბარიც ზედმეტია.
მერწყული - ეს კოლექტიური არაცნობიერის, ფიქსირებული ფენის წარმომადგენელი, ჰაერის სტიქიაა. საკმაოდ თავისუფალი, ლაღი, რეფორმატორი, რევოლუციონერი, ტექნოლოგიურად განსწავლული და მცოდნე ნიშანია. მერწყული ეზოტერულ სიმბოლიზმში გენდერულ ჩარჩოებს მიღმა მყოფი ნატურაა.
დღევანდელი ეპოქაც მოითხოვს ჭეშმარიტად ამ თვისებების მიღებას, ცნობას, დამოუკიდებულობისა და გენდერული თავისუფლების სწორ დეფინიციას, სწორ გააზრებას, არა ისეთს, როგორიც დღესაა.
სახეზე გვაქვს ტექნოლოგიური პროგრესი, ეს მის ფსიქოტიპში ზის და ჯერ სად ვართ კიდევ რას გაივლის ამ მხრივ დედამიწა ...
თუმცა, როგორი ამოტრიალებული ხაზითაც იარა თევზებში საზოგადოებამ, სწორედ ის უკუ ფორმა აქვს მერწყულს მიცემულიც და თუ ეს უკანასკნელი სწორად ვერ განვითარდა მაშინ მივიღებთ იმას, რაც დღეს სახეზე გვაქვს:
ანარქია, მუდმივი რევოლუციური ამბოხი, მტრობა ყველა რელიგიისა და რწმენისადმი, საბოლოოდ მრწამსის უარყოფა, ფსევდომეცნიერების ზეიმი უფლის გარეშე და დემოკრატიის აბსოლუტურად დამახინჯებული არსი, რაც მიიყვანს დედამიწას საბოლოო აპოკალიფსურ მოვლენებამდე.
ფაქტობრივად, მერწყულის ეპოქის საწყის წლებში, ანუ ახლა, სწორედ ამ გარდამტეხ პერიოდში უნდა გადაწყვიტონ ადამიანებმა თუ რა გზით სურთ განვითარება და რა არის მათი ცხოვრების კრედო.
მაგრამ, იმავე ეზოტერული კულტურიდან, როგორც ვიცით, ახლა გავდივართ ,,კალი იუგის“ მძიმე პერიოდს, ეს თითქმის გათანაბრებულია ქრისტიანულ ბოლო ჟამთან, რაც დედამიწაზე ძალაუფლების სინდრომით დაავადებულთა სოციუმზე გვიყვება, რომლებიც ომობენ საკუთარი გავლენებისა და სტატუსის გაზრდისთვის.
დღევანდელი საუკუნე სულიერად ღარიბ ფენასთან ერთად იძლევა ნარცისიზმს და მცნებების აღრევას. როგორც ერთ-ერთი უდიდესი წმინდა ბერი ამბობდა, ვისი წინასწარმეტყველებებიც მუდამ სრულდებოდა, დღესაც სრულდება და ასრულდება კიდეც: ბოლო ჟამს დაიკარგება სიყვარული და გამრუდდება ჭეშმარიტი რწმენა.
ამ პერიოდში ადამიანები დაკარგავენ უფლისადმი რიდს, შიშს, სიყვარულს, მოწიწებას, ვინც ბიბლიას ან სხვა რომელიმე წიგნს ხელში დაიჭერს ყველა ისე გაიგებს და გაიაზრებს, როგორც სურთ, ისინი არ დაემორჩილებიან არც წმინდა მამებს და არც წინწასულ მცოდნე საზოგადოებას, მივიღებთ მეცნიერების ზეიმს და რწმენის ბოლომდე დაკნინებას.
ადამიანები იქნებიან ამპარტავანნი და განმკითხველნი. სწორედ ამგვარ საზოგადოებაში, სადაც ცოდვა - მოდაა, ხოლო სიკეთე - სიბრიყვე და გოიმობა, კაცობრიობა თავად გამოუტანს განაჩენს საკუთარ თავს და დედამიწის არსებობას.
ეს რომ არ მოხდეს, ადამიანები უნდა შეიცვალონ და პირი იბრუნონ უფლისკენ, საუკეთესო ვარიანტში უნდა შეერთდეს მეცნიერული და ღვთიური საწყისები, ოღონდ ეს ღრმა თემაა და ჯერ აქამდე უნდა მივიდეს კაცობრიობა.
ალტერნატიულ ვარიანტში მასა უბრალოდ „გაგიჟდება” და დაკარგავენ ადამიანის სახეს! დამყარდება სრული ანტიქრისტიანული გარემოს ეგზალტაციური პეიზაჟი, ცრუ ბატონისა და საზოგადოების დეგრადირებული აზროვნებით! იქნება უამრავი ომი, რობოტების აღზევება, საბოლოო ერთმმართველობა.
საჭიროა მეტი სიყვარულის, ჰუმანურობის, ტექნოლოგიური რესურსის სწორად ათვისება, გუნდური, ჯგუფური შეშველება და ერთმანეთისადმი ემპათიურობის გაღვიძება, ძალაუფლების სურვილზე იქით ბატონობა და დაცემული ბუნების გაკერხერხება.
სხვა შემთხვევაში, დედამიწას ერქმევა ფსიქიატრიული ჰოსპიტალი, სადაც ნარცისულად მოაზროვნე საზოგადოება იმოძრავებს, ფიზიკურად ცოცხალნი, მაგრამ სულიერად მკვდარდნი.
პროცესის შედეგები იქნება მძიმე და ამ ბიონაგვისთვის მარცხის მომტანი!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: