Digest Logo

🎥 „ადამიანები ხდებიან უფრო აქტიურები...“ - მზე მორიელის ნიშანში და სავსემთვარეობა, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე, მიხელ ცაგარელის ასტროპროგნოზი

1761902495
მიხეილ ცაგარელი

მზე მორიელის ნიშანში და სავსემთვარეობა, როგორ იმოქმედებს ეს მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა:

„ნოემბერი რთული თვეა. აპრილი, აგვისტო და ნოემბერი განსაკუთრებით ბობოქარი თვეებია. გაგვაკვირვებს დეკემბერი თავისი დაძაბულობით. ნოემბერი შედარებით უკეთესი იქნება. 3-დან 10 ნოემბრამდე არის დაძაბული პერიოდი და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.

არ ინერვიულოთ და არ გაღიზიანდეთ რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებული კონფლიქტების ალბათობაა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. დანარჩენი პერიოდი ნოემბრის განსაკუთრებულად დახუნძლულია კარგი ამბებით.

4 ნოემბერს მარსი საქმიანობის და აგრესიის მმართველი პლანეტა გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და ტოვებს მორიელს. მარსი მშვილდოსანში შედარებით რბილი და წყნარია. მოდის მშვილდოსნის ენერგიები და ადამიანები ხდებიან უფრო აქტიურები. ასევე ოპტიმისტები. დიდი იქნება სურვილი აქტივობების. არნახულად ნაყოფიერი პერიოდი იქნება.

5 რიცხვში გვაქვს სავსემთვარეობა. მორიელის და კუროს ზოდიაქალურ ღერძზე ხდება. ამიტომ კარგი იქნება შევინარჩუნოთ განწყობა. არავითარ შემთხვევაში არ წამოიწყოთ გრანდიოზული საქმეები. აკონტროლეთ საქციელი და ემოციები.

პლანეტა ურანი 7-8 რიცხვში ხდება რეტროგრადული და გადადის კუროს ზოდიაქოს ნიშანში. მთელ მსოფლიოში აირევა საფინანსო პრობლემები. საბოლოოდ დაწყნარდება 26 აპრილის შემდეგ და დაუბრუნდება თავის პოზიციას“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ინტიმური კონტაქტების მაღალი ალბათობა გაქვთ...“ - მომდევნო კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომელსაც 2025 წლის 5 ნოემბრის სუპერმთვარე განსაკუთრებულ წარმატებასა და ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს მოუტანს

⭕ბრალდებული და მოკლული მეგობრები იყვნენ - „ჯერ ღვედაშვილს ესროლა, შემდეგ ნათია დაჭრა“