Digest Logo

„ადამიანი არ არის ბუნებით ბოროტი ან ბნელი არსება, ყოველივე ეს მისთვის შეუთავსებელი, არაბუნებრივი და მომაკვდინელებელია“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1761051751
ეზოტერიკაეზოტერიკა

„როდესაც იბადება ადამიანი მას აქვს მხოლოდ თანდაყოლილი სიყვარული და სიცოცხლისადმი სწრაფვის ინსტინქტი, მას არ სძულს, მას არ შეუძლია და არ სურს რამის ან ვინმეს მოსპობა, ეს თვისებები მას არც ჩვილობაში და არც ადრეულ ბავშვობაში გააჩნია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი, ბლოგერი svart გრიმუარი წერს.

მისი თქმით, რა დროსაც ადამიანი შორდება ბუნებას, მის ცხოვრებაში შემოდის სიცივე, სნეულება ფიზიკური და სულიერი:

„ბედნიერებისათვის აუცილებელი და უპირველესი წინაპირობაა, რომ კავშირი ადამიანსა და ბუნებას შორის არ გაწყდეს“ - ლევ ტოლსტოი.

რა დროსაც ადამიანი შორდება ბუნებას დრო იწყებს აჩქარებას და ცხოვრება უაზროდ გაქრობას.

რა დროსაც ადამიანი შორდება ბუნებას, მის ცხოვრებაში შემოდის სიცივე, სნეულება ფიზიკური და სულიერი.

არ არსებობს სულიერი განვითარების გზაზე მდგომი, ვინც იტყვის, რომ ბუნება ჩვენი მტერია, ვინც არ დააფასებს მის ძალასა და მშვენიერებას, რამე თუ სწორედ ის გვპატრონობს ცოცხლებს როგორც დედა. ხოლო თუ კი ეს „გასხივოსნებული” მაინც იტყვის ამას, ესე იგი ის მხოლოდ და მხოლოდ ცრუპენტელაა ან გონების სენმა ბოდვა დააწყებინა.

როდესაც ადამიანი შორდება ბუნებას როგორც პირდაპირი გაგებით (მიწას, ტყეებსა და წყლებს), ასევე მეორე გაგებით მის ბუნებას ( ნორმალურ, ჯანსაღ და ჩვეულ მდგომარეობას) მისი ენერგია იწყებს გარდაქმნას, თანდათან მძიმდება და ხდება ბნელი, ხოლო სული და გონება დეგრადირებს. როგორ შეიძლება ადამიანს ერქვას ეზოტერიკოსი ან მაგი თუ კი მას ჯერ შემდგარ და ნორმალურ ადამიანობამდეც ბევრი უკლია? ნუთუ ნორმალურია მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ილტვის სიბნელის, სიკვდილის, ლპობისა და სიშლეგისაკენ?!

თუმცა შავი მაგიის საკითხი შორს წაგვიყვანს, დავუბრუნდები თემას.

ადამიანი არ არის ბუნებით ბოროტი ან ბნელი არსება, ყოველივე ეს მისთვის შეუთავსებელი, არაბუნებრივი და მომაკვდინელებელია ფიზიკურადაც, მენტალურადაც და სულიერადაც.

მავანი ბევრ რამეს იტყვის, მისი მცდარი არჩევანის გასამართლებლად, მაგრამ მსურს დაფიქრდეთ შემდეგზე:

როდესაც იბადება ადამიანი მას აქვს მხოლოდ თანდაყოლილი სიყვარული და სიცოცხლისადმი სწრაფვის ინსტინქტი, მას არ სძულს, მას არ შეუძლია და არ სურს რამის ან ვინმეს მოსპობა, ეს თვისებები მას არც ჩვილობაში და არც ადრეულ ბავშვობაში გააჩნია. ყველა მავნე თვისება და წარმოდგენა არის შეძენილი. უბედურებაც და ბოროტებაც არის შეგნებული არჩევანი და რიგ შემთხვევებში ჩამოყალიბებული „ჩვევა”.

ბუნებასთან სიახლოვისას ხდება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ “მონაცემთა ჩამოყრა”, საბაზისო მონაცემებთან დაბრუნება, იმ მონაცემებთან, რასაც წესით უნდა ფლობდეს ან განიცდიდეს ჩვილი დედასთან სიახლოვისას.
თუ გსურთ, რომ სწორად დაინახოთ საკუთარი თავი, დაიბრუნოთ ბედნიერების განცდა, გააძლიეროთ პოზიტიური ენერგია და შეძლოთ ნეგატივთან გამკლავება, აუცილებელია, რომ თქვენი კავშირი ბუნებასთან არ გაწყდეს.

„სტერილური” და ერთგვაროვანი პირობები, რომელშიც უწევს თანამედროვე ადამიანს ცხოვრება ყველაფერს ცლის ემოციისა და სითბოსაგან, შესაბამისად სითბოს გადაჩვეული ჩვენი გონება, ეძებს ახალ-ახალ გამოსავლებს, განცდებს, მიზეზს და მიზანს, რისთვისაც ხშირად უწევს პრობლემების მოზიდვა და შესარკინებელი ურჩხულების გამოგონება.

ნებისმიერი მაგიური ოპერაცია უპირველეს ყოვლისა ეყრდნობა სტიქიებთან მუშაობას, ბუნების ძალებთან, რომლისგანაც არის შემდგარი და გამოძერწილი ყველაფერი.

მართალია, ჩვენ ვცდილობთ ამ სტიქიათა მოხმობას და რიგ შემთხვევებში მათი ენერგიის „რეპროდუქციას“, ხელოვნურად წარმოქმნას სახლის ან სამუშაო სივრცის პირობებში, მაგრამ ხანდახან მაინც თუ არ განიცადეთ ისინი ბუნებრივი სახით უბრალოდ დაგავიწყდება მათი არსი და ისიც თუ ვის, რას ან რისთვის იხმობ… ბოლოს და ბოლოს ვეღარ შეძლებ მათი ენერგიის გარჩევას სხვა რამისაგან“, - წერს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩვენს ცხოვრებაში ერთი და იგივე, განმეორებადი სიტუაციები ყოველდღიურობაში თამაშდება...“ - როგორ და საიდან იწყება ჰარმონიული დღე?

„როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს, პატივისცემას, უცოდველობას - დაიწყება შენი ურთიერთობების დალაგება“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„პარტნიორთან ჯანსაღი ურთიერთობა, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ცხოვრების ხარისხს“ - ექიმი ნინო ჩოგოვაძე მენტალურ ჯანმრთელობაზე