Digest Logo

„ადამიანური კავშირები, თანაგრძნობა, ზრუნვა, შინაგანი უსაფრთხოება და სიმშვიდე...“ - რას წერს ასტროლოგი სავსემთვარეობაზე

1782587238
ასტროლოგია

30 ივნისს, თბილისის დროით 03:56 საათზე, სავსემთვარეობაა თხის რქის ზოდიაქოს 8°14′-ზე.
ეს პირველი ლუნაციაა ზაფხულის მზებუდობის შემდეგ პერიოდის, როდესაც დღის სინათლე წლის მაქსიმუმს აღწევს.

ახლა თხის რქის სავსე მთვარე მოგვიწოდებს, არსებული გამოცდილება და მიღწევები დავამიწოთ და მათ საფუძველზე გრძელვადიანი, რეალისტური მიზნები დავსახოთ.

მზე კირჩხიბში, რომელიც მთვარეს ოპოზიციაში უდგას, გვახსენებს, რომ ნებისმიერი მიღწევა მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ ღირებულებას, როდესაც მის უკან შინაგანი სიმშვიდე, ოჯახი და ემოციური უსაფრთხოება დგას.

თხის რქას შეუძლია საკუთარი ემოციები გვერდზე გადადოს, როცა საქმე მიზნის მიღწევასა და შედეგებს ეხება. კირჩხიბისთვის კი მთავარი ადამიანური კავშირები, თანაგრძნობა, ზრუნვა, შინაგანი უსაფრთხოება და სიმშვიდეა. სწორედ ამ ორ საწყისს შორის ბალანსის პოვნაა ამ სავსემთვარეობის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.
სავსემთვარეობა ყოველთვის კულმინაციის, შედეგების, დასრულებისა და მნიშვნელოვანი გაცნობიერებების პერიოდია.

ამჯერად ეს პროცესი კარდინალურ ნიშნებში მიმდინარეობს, ამიტომ განვითარებული მოვლენები და მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა ცვლილებებისა და ახალი ეტაპის დასაწყისი გახდეს.

მნიშვნელოვანია, რომ სავსემთვარეობისას მზე და მთვარე ქმნიან კვადრატს სატურნთან და ნეპტუნთან ვერძში, რის შედეგადაც ყალიბდება ძლიერი კარდინალური კონფიგურაცია - ტაუ კვადრატი.

მთვარეს თხის რქაში განდევნილის სტატუსი აქვს, დამატებით კი საკუთარ მმართველ სატურნთან დაძაბულ კვადრატში იმყოფება, ამიტომ ამ პერიოდში შესაძლოა უფრო მკვეთრად გამოვლინდეს ემოციების შეკავება, საკუთარი თავის მიმართ სიმკაცრე, თვითკრიტიკა და ვალდებულების განცდით მოქმედების ტენდენცია. სატურნი პასუხისმგებლობის, დისციპლინისა და რეალობაზე დაყრდნობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, ხოლო ნეპტუნი ზრდის ილუზიების, არასწორი მოლოდინებისა და ბუნდოვანი შეფასებების რისკს, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებები რეალურ ფაქტებს დავაფუძნოთ.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია, ამიტომ ახალი ინიციატივების დაწყებას მეტი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. იუპიტერის ლომში გადასვლამ შესაძლოა თავდაჯერება და რისკისკენ მიდრეკილებაც გაზარდოს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისას ემოციებზე მეტად ფაქტებს დავეყრდნოთ.

განსაკუთრებით ძლიერად ამ სავსემთვარეობას იგრძნობენ ვერძის, კირჩხიბის, სასწორისა და თხის რქის ნიშნების წარმომადგენლები, უფრო მეტად, თუ პირად რუკაში 5°–11° გრადუსებს შორის მნიშვნელოვანი პლანეტები ან კუთხეები (ASC, DSC, MC, IC) აქვთ.

რეკომენდაციები:

• მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები რაციონალურად უნდა მივიღოთ. ემოციურ იმპულსს, შიშებს, ილუზიებსა თუ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ აჰყვებით.

• იზრუნეთ როგორც საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე, ისე სხეულზე — სრულფასოვან დასვენებასა და ძილზე. ემოციური თავშეკავების მუხტი ამ პერიოდში შესაძლოა განსაკუთრებით იგრძნობოდეს.

• თუ პირად რუკაში კარდინალური ნიშნები (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) აქტიური გაქვთ, მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და მოერიდეთ გადაღლას.

ეს სავსემთვარეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ გარეგანი წარმატება მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ ღირებულებას, როცა შინაგან სიმშვიდეს ეყრდნობა. სწორედ ამ ბალანსზე შენდება მდგრადი და შინაგანად სრულფასოვანი ცხოვრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სულო“ - ნუკი კოშკელიშვილის უფროსი შვილი 8 წლის გახდა

„დედის პირველი სიყვარული...“ - ნინი კენჭიაშვილი შვილთან ერთად პოზირებს

ნინი ქარსელაძე საჯავახოში ისვენებს - მომღერალი საცურაო კოსტიუმში პოზირებს