დუეტ „ლეონის“ წევრებს, მომღერალ ლევან წვერავასა და მის ულამაზეს მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს, 29 მაისს მეორე შვილი შეეძინათ. წყვილი ორი ვაჟკაცის მშობელი გახდა.
რაც შეეხება პატარა იესეს სოციალურ ქსელში გამოჩენას, წყვილი ცრურწმენებს გამორიცხავს, თუმცა ფოტოების გამოქვეყნებას 40 დღემდე, ნათლობის შემდეგ გეგმავს.
იქამდე, სანამ წყვილი ახალდაბადებულის ფოტოებს სოციალურ ქსელში გაავრცელებს, ნინი კენჭიაშვილი პირველი შვილის ფოტოს გვიზიარებს:
„დედის პირველი სიყვარული❤️
✨მადლიერები ვართ უფლის და თქვენი დიდი სიყვარულის 🙏✨“, - წერს ნინი კენჭიაშვილი.
გთავაზობთ მომღერლის ინტერვიუს პატარა ამონარიდს, სადაც იგი მშობიარობის შემდგომ პერიოდზე საუბრობდა:
„ნოე გახდა 5 წლის და შემდეგ გაჩნდა იესე. ძალიან კარგად ჩაიარა მშობიარობამ. თავიდან ბავშვის გაჩენის მერე, ეიფორია მქონდა, ტირილნარევი ხმა მქონდა. ბედნიერების ცრემლებია ეს, რა თქმა უნდა, მაგ დროს. დავიწყე ბევრი წყლით, და მცირე საკვებით. 12 კილო დავიკელი უკვე. ბუნებრივ კვებაზე მყავს პატარა, ამიტომ, როცა იქნება დროს ამ ყველაფერში ენდოკრინოლოგს ჩავრთავ“,- ამბობდა ნინი კენჭიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინი ქარსელაძე საჯავახოში ისვენებს - მომღერალი საცურაო კოსტიუმში პოზირებს
⭕რატომ ვიღებთ სხვების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და აზიანებს თუ არა ქმედება ორივე მხარეს?
⭕„არ გამოგრჩეთ! აქტიურობის, წარმატების დროა...“ - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს მიმართავს ხათუნა ნოელი