17 თებერვალს ჩინური ახალი წელი აღინიშნება - დღესასწაული, რომელიც აღმოსავლურ კულტურაში ახალი ციკლის, განახლებისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლება. ტრადიციის მიხედვით, ამ დღისთვის სწორად მომზადება მომავალ წელს იღბალს, ჯანმრთელობასა და წარმატებას იზიდავს.
ჩინურ ახალ წელს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი გვილოცავს:
„მეგობრებო, გულითადად გილოცავთ ნამდვილ ახალ წელს!
დროა, ახალი ფურცელი გადავშალოთ…️
17 თებერვალს, თბილისის დროით 16:01 საათზე, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ოფიციალურად დავემშვიდობეთ „გველის“ სიბრძნის და ფარულ სტრატეგიას და ვეგებებით სტიქიას, რომელსაც გაჩერება არ უყვარს. შემოვიდა წითელი (ცეცხლოვანი) ცხენის წელი!
თუ გასული წელი დაკვირვების, გათვლისა და ჩუმი ნაბიჯების წელი იყო, ახლა ენერგია იცვლება. ცხენი გვიძახის მოძრაობისკენ, გაბედულებისკენ, სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ. ეს არის დრო, როცა სამყარო მხარს უჭერს მათ, ვინც აღარ ელოდება „საუკეთესო მომენტს“, არამედ თავად ქმნის მას.
ცხენის ცეცხლოვანი სტიქია აძლიერებს ამბიციას, თავისუფლების სურვილს, ფინანსურ და კარიერულ წინსვლას. თუმცა ის ვერ იტანს გაჭიანურებას, სიზარმაცეს და ერთ ადგილზე ტრიალს. ვინც გაბედავს — ის მოიგებს. ვინც იმოქმედებს — ის დაინახავს შედეგს.
დაე, ამ ახალმა წელმა გაგიბრწყინოთ გზა.
დაგიბრუნოთ ძალა, რომლისაც ზოგჯერ თავადაც არ გვჯერა! მინდა მოუტანოს გამარჯვება, სიყვარული, სიუხვე და ბარაქა თქვენს ოჯახებს.
თავისუფლად, თამამად და ცეცხლივით ნათლად წინსწრაფვას გისურვებთ“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: