ოქტომბრის 2 ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი - აღნიშნულ საკითხზე ვიდეოსა და პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი აქვეყნებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„1. ქალწულები ცვლილებებს განსაკუთრებით ძლიერად იგრძნობენ სამსახურსა და ფინანსებში. შესაძლოა გამოჩნდეს ახალი პროექტი, თანამშრომლობის შეთავაზება, მეტი პასუხისმგებლობა უკეთესი ანაზღაურებით ან ძველ იდეასთან დაბრუნების შანსი. ყველაფერი შეიძლება ჩვეულებრივი ფრაზით დაიწყოს: „იცი, ერთი საქმე გამოჩნდა და მაშინვე შენ გაგვახსენდი“.
2. ლომებისთვის ოქტომბერი უფრო აღიარებას, ადამიანებსა და პირად შესაძლებლობებს უკავშირდება. შესაძლოა იქ შეგამჩნიონ, სადაც ადრე ბევრს შორის ერთ-ერთად გთვლიდნენ, უფრო მნიშვნელოვანი როლი შემოგთავაზონ ან ისეთ ადამიანს გაგაცნონ, რომელიც მოგვიანებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მოწვევებს, რომლებიც თავიდან არასერიოზულად მოგეჩვენებათ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გიორგი წიტაიშვილი – „მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“