ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებმა უკრაინასთან ფრედ (0:0) იამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი წიტაიშვილმა მიქს-ზონაში პირველ არხთან ისაუბრა:
„უკრაინა ძალიან კარგი გუნდია. იმის გათვალისწინებით, რომ არ გვქონდა დრო ახალ მწვრთნელთან ერთად სრულყოფილად მოსამზადებლად, კარგი მატჩი ჩავატარეთ. გვქონდა საგოლე მომენტები. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში კიდევ უკეთესად დაინახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.
რაც ბოლო თამაშებზე გვაკლდა, დღეს გამოჩნდა: ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთმანეთის გვერდში ვართ და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით“, - აღნიშნა გიორგი წიტაიშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არაფერი უნდა იყოს ისეთი, რაც ღმერთის სიყვარულისგან განდგომილია“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „ჩემი ხელთათმანები? თოფურია ამას პოპულარობის დასაბრუნებლად ამბობს“ - ჯასტინ გეიჯი
წყარო: 1tv.ge