აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის:
4 აგვისტოს ტყუპში მყოფი მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - მაქსიმალური სიფრთხილით მოაგვარეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებით, თუ სხვისი ფულის გამგებელი ხართ. არ აიღოთ ვალი, სესხი. არ იჩხუბოთ ფინანსების გამო და თუ მიიღებთ რამე შემოთავაზებას, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კარგად დაფიქრდით, რომ საბოლოო ჯამში, წაგებული არ დარჩეთ.
6 აგვისტოს თქვენი მმართველი პლანეტა ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება სასიამოვნო გახდება, შეიძლება გამოგიჩნდეთ დამხმარეც. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. გაიუმჯობესეთ სახლის პირობები, პირადი სივრცე სამსახურში. კარგი იქნება, თუ გამოიკვლევთ ენდოკრინულ სისტემას; დაიწყებთ მეტ ზრუნვას ჯანმრთელობაზე.
7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - ფულის ხარჯვა მოგიწევთ სახლთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაზე. შეიძლება მოგიწიოთ ასაკით უფროს ნათესავზე ზრუნვა, მასზე ფულის ხარჯვა.
9 აგვისტოს მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) – გახშირდება შინ სტუმრების მიღება, საუბრები სახლზე, უძრავ ქონებაზე, არაა გამორიცხული, რომ შინ გეწვიოთ ნათესავები. ზოგიერთი შეიძენთ ნივთებს, რაც სახლის მოვლაში დაგეხმარებათ.
10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - სამსახურის საქმეები დაგღლით, მაგრამ ამაყი იქნებით მიღებული შედეგით. შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება, დაგემატოთ ვალდებულება, მიიღოთ ფული. ზოგიერთს ვნებიანი რომანი გელოდებათ სამსახურში.
11 აგვისტოს მარსი კირჩხიბში გადადის - მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, ცეცხლსასროლ და ბასრ ნივთებთან მუშაობისას, საჭესთან. მოერიდეთ მეგობრებთან კონფლიქტს.
12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - სასიამოვნო სიახლეები უნდა მოხდეს თქვენს სახლში. შეიძლება გახდეთ ახალი, ლამაზი ბინის, უძრავი ქონების მფლობელი ან თუ გაქვთ ასეთი, დაიწყოთ მისი მოლამაზება, შეიძინოთ ლამაზი, ძვირფასი ნივთები სახლისთვის. შეიძლება თქვენს ოჯახში შემოვიდეს ოჯახის ახალი წვერი, გაიგოთ რომ გეყოლებათ შვილი.
15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება ლომში - სასიამოვნო, ცნობილი ადამიანები შეიძლება გესტუმრონ შინ ან შეიძლება მდიდრული ნივთები (აპარატურა) შეიძინოთ სახლისთვის. გახდებით მდიდრული უძრავი ქონების მფლობელი, მიიღებთ ბინადრობის საბუთს.
17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - ფულის ხარჯვა გელოდებათ ასაკით უფროს ნათესავებზე, მათთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. ზოგადად, შეიძლება ფული დახარჯოთ ბინის გაუმჯობესებაზე და სახლიდან რაღაც მოძველებულის გატანაზე.
19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - ამ დღიდან გააქტიურდება თქვენი ოჯახისა და კარიერის ღერძი. რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა მოხდეს თქვენს სახლში და სამსახურში; უნდა შეგეცვალოთ სტატუსი ამ სფეროებთან დაკავშირებით (დაწინაურება, ბიზნესის დაწყება/გაფართოება, დაქორწინება, შვილის დაბადება). შეიძლება დაასრულოთ რემონტი ბინაში, გადახვიდეთ ახალ სახლში ან თუ აქამდე შვილებს ზრდიდით, ახლა სრულად გადაერთოთ კარიერაზე.
21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დატვირთული ხართ ზედმეტი ვალდებულებებით და ამის გამო ვერ იცლით საკუთარი თავისთვის, განმარტოებისა და დასვენებისთვის. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ საქმეები თქვენ გააკეთოთ და სხვა მიიწეროს ან გააუბრალოონ.
22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - მიხვდებით, რომ ისე, როგორც იყო ადრე ახლა ასე აღარ იქნება, რაღაც უნდა შეიცვალოს თქვენი ოჯახის, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება დაასრულოთ მშენებლობა ან გაყიდოთ ის, რაც მემკვიდრეობით გერგოთ.
23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - დღეიდან მეტი დრო უნდა დაუთმოთ იმ საქმიანობას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ამასთან, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით გააზარებული, სარგებლობის მიღებაზე ორიენტირებული. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.
25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - უნდა ჩაერთოთ ინტელექტუალურ საქმიანობაში. ბავშვებთან ერთად უნდა გაერთოთ ლოგიკური, სამაგიდო და განმავითარებელი თამაშებით. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია, საბუთი, რაც დაკავშირებულია თქვენს შემოქმედებასთან, შვილიერებასთან.
27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - მეტად უნდა გამოავლინოთ თქვენი გონებრივი და შემოქმედებითი შესაძლებლობები. მიიღეთ მონაწილეობა ინტელექტუალურ ან შემოქმედებით კონკურსში. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით. ზოგიერთმა შეიძლება ფლირტი, რომანტიკული მიმოწერა გააბათ.
28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში და ამავე დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი - უნდა დაასრულოთ მუშაობა პროექტზე, რომელიც 2 წლის წინ დაიწყეთ. არაა გამორიცხული, რომ გამოხვიდეთ რაღაც ჯგუფიდან, აღარ იყოთ რაღაც კოლექტივის წევრი. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ მეგობრობა იმ ადამიანთან, ვისთანაც ერთად რაღაცას აკეთებდით, საერთო ინტერესი გაკავშირებდათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კვლავ ბევრ 14 წელს ვისურვებდი ამ ადამიანთან ერთად“ - თამარ ივერი ქორწინების იუბილეს აღნიშნავს
⭕„ახლა რასაც გრძნობ, ცოტაა თუ უკვე ყველაფერი?...“ - რას წერს გია მურღულია
⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთათვისაც 27 ივლისი - 2 აგვისტოს კვირა განსაკუთრებით წარმატებული იქნება