2026 წლის 27 ივლისიდან 2 აგვისტომდე იღბალი ზოდიაქოს სამ ნიშანს გაუღიმებს. ამ კვირაში წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასტროლოგიური მოვლენა გველოდება. ლომის ნიშანში მზე იუპიტერს გაუტოლდება. ეს განლაგება თქვენს ყურადღებასა და ენერგიას მიმართავს სწორედ იმისკენ, რაც თქვენთვისაა განკუთვნილი. ლომი ცეცხლის ნიშანია. იგი სიმამაცეს დააფასებს და ადამიანებს, რომლებიც ცვლილებებისკენ გადადგამენ ნაბიჯებს, მხარს დაუჭერს:
მშვილდოსანი
მიუხედავად იმისა, თუ რა მოიტანა წარსულმა, თქვენ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყველაზე წარმატებულ ეტაპზე შედიხართ. ასტროლოგების თქმით, ამ დროს მადლიერებითა და იმის გააზრებით გაიხსენებთ, რომ ეს თქვენთვის გარდამტეხი ეტაპი იყო. კომფორტის ზონას ტოვებთ და შემზღუდველი შიშებისგან თავისუფლდებით. ეს კი გზას დიდი წარმატებისკენ გაგიხსნით. სამყაროსთვის „დიახ“-ის თქმასა და საკუთარი ოცნებების მიყოლაში ხელს არაფერი შეგიშლით.
ტყუპები
საკუთარ თავს ოცნების უფლება მიეცით. მერწყულში სავსემთვარეობა 29 ივლისსაა. იგი 17 თებერვლის ახალმთვარეობით დაწყებულ პროცესებს დააგვირგვინებს. თუმცა, მთვარე მოქმედებებს არ მართავს, იგი რისკზე წასვლისა და ოცნებების ასრულებისთვის მზადყოფნას შეგძენთ. ახლა სასურველის მიღების შანსი გაქვთ. გახსოვდეთ, საუკეთესო ის ოცნებებია, რომლებიც რეალობად ქცევისთვის მოთმინებით დაგეგმეთ.
თხის რქა
თქვენ საკუთარ ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპის ზღურბლზე დგახართ. 1-ელ აგვისტოს მშვილდოსანში მყოფი ლილიტი ქალწულში მყოფ ვენერას შეუერთდება. ეს შეხსენებაა იმისა, რომ იღბალთან და თქვენთვის განკუთვნილ ცხოვრებასთან სწორედ ინტუიციამ უნდა მიგიყვანოთ. ეს ენერგია შესაძლოა ოდნავ შფოთვისმომგვრელი იყოს, თუმცა იგი სიუხვისკენ ახალი გზის დასაწყებად უკიდურესად მნიშვნელოვანია. თქვენში წარმოუდგენელი პოტენციალი დევს და სწორედ ახლა გაქვთ შანსი, რომ გამოავლინოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას მოგვიტანს სავსემთვარეობა მერწყულში: ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
⭕კარმული კვანძები ლომი მერწყულის ღერძზე გადადის: ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის
⭕„ბედნიერი მშობლები გამყოფოთ უფალმა“ - დათო ოქიტაშვილი ორგზის ბაბუა გახდა
წყარო: www.beaumonde.ge