4 აგვისტოს ტყუპში მყოფი თქვენი მმართველი პლანეტა მარსი მშვილდოსანში მყოფ ლილიტს უპირისპირდება - მოერიდეთ უცხოელებთან კამათს, საზღვარგარეთ, მგზავრობისას უსიამოვნებას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
6 აგვისტოს ვენერა სასწორში გადადის, სადაც დარჩება ათ სექტემბრამდე - მოგინდებათ რომანტიკულობა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად ჰარმონიული გახდება. შეიძლება მიიღოთ საჩუქარი, დაგპატიჟონ პაემანზე. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროსთანაა დაკავშირებული, გამოგიჩნდებიან სასიამოვნო კლიენტები. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ პარტნიორების მეშვეობით.
7 აგვისტოს მზისა და სატურნის პოზიტიური ასპექტი გველოდება - მეტი პასუხისმგებლობა, სერიოზულობა და პუნქტუალურობა უნდა გამოავლინოთ თქვენი პირადი ცხოვრების, შემოქმედებითი იდეების განხორციელებისას. ბავშვებთან უნდა იყოთ მოსიყვარულე, დაეხმაროთ სირთულეების გადალახვაში, გაზრდაში.
9 აგვისტოს მერკური ლომში გადადის (25 აგვისტომდე) – გახშირდება სასიამოვნო შეხვედრები, წვეულებებზე, დღესასწაულებზე დასწრება. შეიძლება გააბათ ფლირტი, გქონდეთ რომანტიკული მიმოწერა. მიუხედავად არდადეგებისა, ბავშვს დაეხმარეთ სწავლაში, ერთად ჩაერთეთ ინტელექტუალურ თამაშებში.
10 აგვისტოს ვენერა პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - თავისუფლებს გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა მეგობრების დახმარებით, სოციალურ ქსელში ან საერთო პროექტზე მუშაობისას. არსებულ პარტნიორთან ურთიერთობა გახდება უფრო ღრმა და ტრანსფორმაციული. მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გაგიუმჯობესდეთ პარტნიორთან ერთად საერთო პროექტზე მუშაობით.
11 აგვისტოს თქვენი მმართველი პლანეტა მარსი კირჩხიბში გადადის - მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ საოჯახო, ნათესავების საკითხების მოგვარებას. შეიძლება სახლში მცირე სარემონტო სამუშაო შეასრულოთ. სპორტული აქტიურობიდან კარგი იქნება ცურვა. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან.
12 აგვისტოს გველოდება მზის დაბნელება და ახალმთვარეობა (თბილისის დროით ახალმთვარეობა დადგება 21:36-ზე, ხოლო მზის დაბნელება იქნება 21:47-ზე) ლომში და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი - სიახლეები გელოდებათ პირად ურთიერთობაში. შეიძლება დაიწყოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ჰობი, რაც მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას, პოპულარობას. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა ან გაიგოთ რომ გეყოლებათ.
15 აგვისტოს იუპიტერისა და მერკურის შეერთება გველოდება ლომში - რაღაც ძალიან გრანდიოზული, პომპეზური და სასიხარულო უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება რომანი დაიწყოთ ცნობილი, მდიდარ ადამიანთან და ეს იყოს დაუვიწყარი თავგადასავალი. ზოგიერთი შეიძლება დაესწროთ გრანდიოზულ წვეულებას, დღესასწაულს. შეიძლება იყიდოთ რაღაც ძვირად ღირებული. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით.
17 აგვისტოს კი მერკური ჰარმონიულ ასპექტს შექმნის სატურნთან - ისევ თქვენი ჰობის, შვილიერების და რომანტიკულობის სფეროა აქტუალური. შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადაიყვანოთ. შეიძლება დაიწყოთ თქვენი შემოქმედების დემონსტრირება. ამასთან, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, დაიცავით „დედლაინი“, იყავით პასუხისმგებლობიანი და სერიოზული.
19 აგვისტოს კარმული კვანძები იცვლიან მდებარეობას და 18 თვით ქალწული თევზების ღერძიდან ლომი მერწყულის ღერძზე გადადიან - საინტერესო პერიოდი გელოდებათ, თითქოს ის, რაც ადრე გბოჭავდათ, ახლა გაგიშვებთ და მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ საკუთარი თავის პრეზენტაციისთვის.
მეტად მოგინდებათ სოციალურ ცხოვრებაში ჩართვა, ახალ პროექტებზე მუშაობა. ზოგიერთი შეიძლება მშობელი გახდეთ და ამასთან, უნდა დაარეგულიროთ ურთიერთობა გერთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში. უნდა დაამეგობროთ თქვენი და თქვენი მეუღლის შვილები. არაა გამორიცხული, რომ თავად გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა. თუ აქამდე განმარტოებით ქმნიდით შემოქმედებით პროექტებს, ახლა უნდა წარმოადგინოთ სოციალურ ქსელებში. მოგინდებათ თქვენს სიყვარულზე საუბარი, თქვენი პარტნიორით ამაყობა.
21 აგვისტოს ვენერა ოპოზიციაშია სატურნთან - უნდა გამოიჩინოთ მეტი სერიოზულობა, მზრუნველობა თქვენი პარტნიორის, პირადი ცხოვრების მიმართ. ზოგიერთმა შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ.
22 აგვისტოს მზისა და კარმული კვანძის შეერთება გველოდება ლომში - კარგი იქნება, რომ გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან, არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა გაწყვიტოთ ურთიერთობა კარმულ პარტნიორთან ან მიხვდეთ, რომ დროა, მოიცილოთ კარმული ვალდებულებები.
23 აგვისტოს, 06:19-ზე მზე ქალწულის ნიშანში გადადის - ამ დღიდან მეტად მოგინდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, შეიძლება ზოგიერთი შეზღუდვა დაუწესოთ საკუთარ თავს: კვებაში ან დაიწყოთ მსუბუქი ვარჯიში. მოაწესრიგეთ ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები.
25 აგვისტოს მერკური ქალწულში გადადის - მეტი დრო უნდა დაუთმოთ საბუთებზე მუშაობას, სამსახურში - საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. იქნება შეხვედრები და მსჯელობები. შეიძლება დაგჭირდეთ ახალი განრიგის, გრაფიკის შედგენა სამსახურში.
27 აგვისტოს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება ქალწულში - შეიძლება გააფორმოთ ახალი ხელშეკრულება, ახალი თანამდებობა, მიიღოთ ინფორმაცია ან საჭირო დოკუმენტი.
28 აგვისტოს გველოდება სავსემთვარეობა (08:18-ზე) და მთვარის დაბნელება (08:24-ზე) თევზებში და ამავე დღეს დაიხურება დაბნელებების დერეფანი - რაღაც უნდა დასრულდეს, ის, რისიც გეშინოდათ, რაც ტვირთად გეწვათ, რაც უკან გხევდათ ან არ გიშვებდათ განვითარებას ამ 2 წლის განმავლობაში. შეიძლება წერტილი დაუსვათ თქვენს მარტოობას, ფარულ კავშირს. წარსულში დარჩება თქვენი ავადმყოფობა, შიშები, შფოთვები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როცა მშვილდოსანს შეზლონგზე წოლა მობეზრდა...“ - ალექსანდრა პაიჭაძის ცეცხლოვანი ფოტოები
⭕ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად PSG-ის ვარსკვლავის, ლუკას ერნანდესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრო
⭕გურიაში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს - „ბრალდებული მოზარდის ბიძაა“