Digest Logo

ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან ერთად PSG-ის ვარსკვლავის, ლუკას ერნანდესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრო

1785234941
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან ერთად, „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავის, ლუკას ერნანდესის გრანდიოზულ ქორწილს დაესწრო.

ლუკას ერნანდესმა და მისმა რჩეულმა, ბრაზილიელმა მოდელმა და ინფლუენსერმა ვიქტორია ტრიამ, ქორწინების ცერემონია ისტორიულ სააბატოში გამართეს.

ქორწილში თავი მოიყარა უამრავმა საფეხბურთო ვარსკვლავმა, მათ შორის იყვნენ „პსჟ“-ს ფეხბურთელები და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კილიან მბაპე.

ხვიჩა კვარაცხელიამ და კილიან მბაპემ ქორწილში ერთმანეთი ახლოდან გაიცნეს, ისაუბრეს, რის შემდეგაც ფრანგმა სუპერვარსკვლავმა ქართველი შემტევი სოციალურ ქსელში გამოიწერა. 

ლუკას ერნანდესი და ხვიჩა კვარაცხელია „პსჟ“-ში თანაგუნდელები და ახლო მეგობრები არიან, მას შემდეგ რაც კვარაცხელია ფრანგულ კლუბს 2025 წლის ზამთარში შეუერთდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

გურიაში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს - „ბრალდებული მოზარდის ბიძაა“

🎥 რატომ არ მუშაობს მოტივაცია? - შეცდომა, რომელსაც ყოველ კვირა ვუშვებთ

„ამ ზაფხულს ყველაზე ლამაზი შორტი მე მაცვია“ - შორენა ბეგაშვილის პარიზული ეფექტი